იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა დარღვევამ – კელი დეგნანი

“იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა დარღვევამ “- ამერიკის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ არჩევნებს დარღვევებმა ზიანი მიაყენა და გასაჩივრების პროცესიც ხარვეზებით სავსე აღმოჩნდა.ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“სხვების მსგავსად ჩვენც იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ და გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოჰყვა არჩევნებს ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც, რაც საბოლოო ჯამში ძალიან სამწუხაროა”, –  განაცხადა კელი დეგნანმა.