“გუშინ ვწერდი, რომ ისტორიის გადაწერა რუსული Playbook-ის აუცილებელი ნაწილია. ასეთი ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვანელოებში ცვლილებებით ხდება. თუმცა, “ოცნება”, როგორც ჩანს, ბევრად მასშტაბური და მძიმე ღალატით დაიწყებს: 2008 წლის ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას შექმნიან.

წინა ხელისუფლების ბრალის გარდა, “იპოვნიან” დასავლეთის წვლილსაც ომის დაწყებაში. აგერ, კონდოლიზა რაისი სააკაშვილს რატომ იცავს, თავისი აგენტის საქართველოდან გაყვანა უნდათ ამერიკელებს, რომ არ ალაპარაკდეს, ეს უკვე თქვეს და უფრო გააღრმავებენ აუცილებლად. იტყვიან იმასაც, რომ ჰააგის სისხლის სამართლის გადაწყვეტილებაც, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, ამ მიზნით იქნა მიღებული და სააკაშვილის პატიმრობის დროს შეგნებულად დაამთხვიესო. ეს სასამართლოც არაა სანდოო, ამასაც იტყვიან აუცილებლად.

ესეც დღევანდელი ცუდი, როგორ გადაიფარება ხვალინდელი უარესით. და, ცხადია, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამაში დასავლეთიც იყო ჩართული. ნებისმიერ კანონზე უარესია, თუნდაც ისეთ კატასტროფულზე, როგორიც აგენტების შესახებ რუსული კანონია.

იმედია, იმას აღარ ფიქრობთ, რომ “ამას როგორ იზამენ”. იზამენ. ყველაფერს იზამენ, სანამ ივანიშვილს ქვეყანას არ ჩამოვაშორებთ. არც ინჯიას “პარტიის” ინიციატივაზე ვილაპარაკებთ – ეს ისეთივე “პარტიაა” და ისევეა “ოცნების” შემადგენელი დაჯგუფება, როგორც “ხალხის ძალა”.

ესენი თუ არ გავწიეთ, მეგობრებო, რუსულ ენაზე დაწერილი რეალური სახელმძღვანელოთი იმოქმედებენ შეუჩერებლად და უკანმოუხედავად. ამ სახელმძღვანელოს (და პუტინის ბრძანების) თანახმად კი, რაც გაწერილია, იმას არ უნდა გადაუხვიო. არავითარი გამონაკლისები არ დაიშვება – განუხრელად უნდა მიყვე “კლასიკას”.

P.S – ჩვენ რომ ვიტყვით, “ომი ჩვენ დავიწყეთო”, ამას რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიერთების “ლეგიტიმურ საფუძვლად” ჩათვლის. ეს უკვე შემდეგი და მარტივად პროგნოზირებადი ნაბიჯია. “უარესი”, რომლთაც გადაიფარება ზემოაღნიშნული.”

ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს.

ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, მის სიტყვებს ნოლის ფასი აქვს – ღუდუშაური

"სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ...

ლუკაშენკო კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს 

"გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს მოუწია "კონტრშეტევის" სამი დღის დამალვა, სადაც თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა განადგურდა...

სააკაშვილი ციხიდან ანგრევს ქართული ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს – ბეჟაშვილი

'' კომენტარები ცალსახად ადასტურებს, როგორი შიში გამოსჭვივის მათ განცხადებებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოში...

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ შეშფოთება ! – კალაძე

"ის უბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა,...

იძახოდნენ, რომ გვამის სუნი ასდის, დღეს გვესმის, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ჰყოლიათ გადანახული სააკაშვილი –...

"ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, რომ იქნებ ჩამოყალიბდნენ ეს ქალბატონები და ბატონები. ხან იძახოდნენ, რომ ასე...

ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს, აცდენილია რეალობას, დაცინვის ღირსია – კალაძე კალიურანდზე

„გულწრფელად ვიტყვი: ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი...

“ფრენების აღდგენაზე, მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა!” – განხილვა ევროპარლამენტში

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება სადაც თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი...

როგორიც არ უნდა იყოს “ოცნების” ქმედებები, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს...

მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...