“ჩვენ ამ თემაზე არ ვმუშაობთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი დეპუტატები იმპიჩმენტის პროცედურისთვის მობილიზებული იყვნენ. ამ თემაზე ოპოზიციასთან მუშაობა არ გვაინტერესებს. მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია.

თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით დაარღვია. თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული შიშები მაინც აქვს, თავს იზღვევს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ესაუბრება – ეს მისი საქმეა. პარლამენტში 100 ხმის მოგროვების რესურსი არ არის”.

განაცხადა  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.