დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების მიუხდავად, ინდოეთი რუსეთიდან საწვავის იმპორტს აგრძელებს. სახელმწიფო მფლობელობაში მყოფმა ინდოეთის კომპანიამ “ინდიან ოილ” კვირის განმავლობაში რუსეთისგან 3 მილიონი ბარელი საწვავი შეისყიდა.
ეს ფაქტი დღეს ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომელიც ჟურნალისტებს ანონიმურობის შენარჩუნების პირობით ესაუბრა. მისი თქმით, რუსეთისგან საწვავის შესყიდვას ინდოეთი მომავალშიც გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “ასოშეითიდ პრესი” ავრცელებს.
შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები ინდოეთს მოუწოდებდნენ, არ შეესყიდა რუსული ბენზინი და გაზი. ინდოეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ინდოეთს საწვავზე საბაზრო სტანდარტთან შედარებით, 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის განცხადებით, ინდოეთი რუსეთისგან საწვავის შესყიდვით ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს არ არღვევს.
წყარო : ამერიკის ხმა