ინფექციას უმეტესად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ – ახალი კვლევა Covid19-ზე

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ს ძირითადად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ. სხვადასხვა სცენარით ანალიტიკური მოდელების შეფასებამ აჩვენა, რომ იმ ინდივიდებზე, ვისაც დაავადების სიმპტომები არ ჰქონიათ, ინფექციის გავრცელების ნახევარზე მეტი შემთხვევა მოდის. მეცნიერებმა შეისწავლეს პრესიმპტომატური პაციენტები, სიმპტომატური და ისეთები, ვისაც სიმპტომები არასდროს გამოვლენიათ.

ნაშრომის მიხედვით, ასიმპტომატურ ადამიანებზე მოდის აღრიცხული გავრცელების 59%. აქედან 35 პროცენტს გავრცელებისას სიმპტომები ჯერ არ ჰქონდა, 24 პროცენტს კი კოვიდ-19-ის სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მოდელს ზუსტი ანგარიშის მომზადების პრეტენზია არ აქვს და ეს უმეტესად ახალი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო შეფასებებია.

შესაბამისად, მხოლოდ იმ ადამიანების ამოცნობა და იზოლირება, ვინც ინფექციის მატარებელია, ახალი კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს. „გავრცელების ეფექტური კონტროლი მოითხოვს ისეთი ადამიანებისგან გადაცემის რისკის შემცირებას, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ“ – აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები. მათი აზრით, „სტრატეგიული ტესტირება იმ ადამიანების, ვინც ავად არ არის, იქნება გადამწყვეტი კოვიდ-19-ის გავრცელების შენელების საქმეში, სანამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გახდება ფართოდ ხელმისაწვდომი“.

კვლევის ავტორები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ჯანმრთელად ყოფნა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციები არ დავიცვათ. ნიღბების ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა და ჯგუფური თავშეყრებისთვის თავის არიდება, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება.

„ისეთი ზომები, როგორიცაა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ინდივიდებს თავდაცვის და სხვების დაცვის საშუალებას აძლევს, და ინფიცირების შემთხვევაში კი, გარშემომყოფებში რისკებს ამცირებს“ – ნათქვამია კვლევაში.

მოდელში საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 5 დღით განისაზღვრა. ინფექციის გადაცემის პერიოდი კი 10 დღეზე შენარჩუნდა. ინფექციის გადაცემის პიკი დაახლოებით მესამედან მეშვიდე დღემდე მერყეობდა (საინკუბაციო პერიოდთან მიმართებაში, პლუს-მინუს 2 დღე).

თავიდან, ასიმპტომატური გადაცემა კორონავირუსისთვის უჩვეულო რამ იყო, რადგან 2003 წელს, როცა ვირუსი სახელად სარს-კოვ პირველად გავრცელდა, უსიმპტომო ადამიანებისგან ინფექციის გავრცელება საერთოდ არ დაფიქსირებულა. 2020 წელს კი, სარს-კოვ-2 გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე მისი პირველი ვერსია და დღეისთვის უკვე საკმარისადაა აკუმულირებული მტკიცებულებები, რომელიც უსიმპტომო გავრცელებას ადასტურებს.

თუმცა, პანდემიის დასაწყისში, ამ საკითხის წინააღმდეგობრივი ხასიათის, ეკონომიკაზე, თუ სხვა სოციალურ აქტივობებზე უარყოფითი გავლენის და ამ ყველაფრის პოლიტიზების გამო, შედეგად მივიღეთ ის, რომ ვირუსის გავრცელების ამ მხარეზე, ყურადღება ნაკლებად მახვილდებოდა – წერენ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერები.

ეს პანდემიის არასწორი მართვის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა, რადგან ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შესწავლას და მის პრევენციას, პანდემიის კონტროლის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „უსიმპტომო ადამიანებში სარს-კოვ-2-ის გადაცემის პროპორციის განსაზღვრა ფუნდამენტურია კონტროლის პრაქტიკის პრიორიტეტების და პოლიტიკის განსაზღვრაში“ – წერენ ამერიკელი მეცნიერები.

ნაშრომის სახელწოდებაა „სარს-კოვ-2-ის გადაცემა კოვიდ-19-ის სიმპტომების გარეშე“. ის ხუთშაბათს, 7 იანვარს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ჯამა“ (JAMA). თითქმის 140 წლის ისტორიის მქონე პროფესიულ ჟურნალს, ამერიკის სამედიცინო ასოციაცია გამოსცემს.

წყარო: ამერიკის ხმა

დედას ნელ-ნელა დაავიწყდა ჩვენი სახელები, მიილია – გაბუნიას მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ დედაზე, ჯულიეტა ვაშაყმაძეზე ისაუბრა. მან მონოლოგში დედამისისის ავადმყოფობისა...

ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი...

არ მეშინია, ვიცი, რომ მართალი ვარ, წავალ სახლში – ალექსეი ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაფრის ეშინია,...

ნავალნი მოსკოვშია – თვითმფრინავი შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთშია. მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. თვითმფრინავი, რომელშიც...

“სახლში მივფრინავთ” – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და...

საიას ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის...

გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

"გვაცადეთ მუშაობა!" – ამ მოწოდებით "გირჩი – მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის...

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო