“კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ჟანგბადის ძებნა სოციალურ ქსელში არის აბსოლუტურად გაუგებარი პრაქტიკა და აბსოლუტურად მიუღებელი, ჟანგბადი ვისაც სჭირდება, ის პაციენტი იმყოფება კლინიკაში, კოვიდ სასტუმროში, სადაც გვაქვს ჟანგბადის კონცენტრატორები. 1500-მდე ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა ჯანდაცვის სამინისტრომ და არის საკმარისი რაოდენობა, რომ ყველა პაციენტს, რომელსაც სჭირდება, ჟანგბადი მიიღოს.
ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის ჟანგბადის ძიება, რა თქმა უნდა, ამ პაციენტების მდგომარეობის მართვას არ ნიშნავს და არც გაუმჯობესებას, ასეთი ტიპის პოსტები ემსახურება უბრალოდ დესტრუქციას და იმას, რომ მოსახლეობაში გამოიწვიოს პანიკა”
აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.