ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 04:17

ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას – გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას აპირებენ.

მისი თქმით, შეიძლება დაიგეგმოს სააკაშვილის გატაცება.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ასევე საუბარია ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შეიძლება დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ, მიხეილ სააკაშვილის გატაცება. არ გამოგივათ, მეგობრებო. არსებობს რეფერეალური კლინიკა და კეთილი ინებონ და გადაიყვანონ იქ”,– ამბობს ნიკა გვარამია ციხის დატოვების შემდეგ.