”ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დანიშნა, რომელიც ირაკლი ქარსელაძეს შეცვლის.
“მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად. მოგეხსენებათ, ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. რევაზ სოხაძე წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და 2017 წლიდან ის არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.