ირაკლი ღარიბაშვილს გამოსამშვიდობებელი სიტყვა უკვე დაწერილი აქვს–ფორმულა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წლამდე თანამდებობას დატოვებს. თანაგუნდელები ღარიბაშვილის შესაძლო წასვლას არ ადასტურებენ, თუმცა, როგორც  შაბათის ფორმულა ამბობს, მათთვის  ცნობილია, რომ ღარიბაშვილს გამოსამშვიდობებელი სიტყვა უკვე დაწერილი აქვს. ფორმულას ინფორმაციით ინფორმაციით, მალე პრემიერი იტყვის, რომ რადგან პირობა შეასრულა და სააკაშვილი დაიჭირა, საფრთხეები აღარ არსებობს და ქვეყანას უკვე მშვიდად განვითარება შეუძლია. თვითონ ქარსელაძე მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს, გაურბის.

ფორმულას ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინიტრის თანამდებობაზე სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. ქარსელაძე წლებია მმართველი გუნდის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სამსახურში მუშაობს. მის სახელს უკავშირდება ტურიზმის განვითარების ფონდი, ასევე ბიძინა ივანიშვილის სასტურმო პარაგრაფი, შეკვეთილში, თბილისი პანორამა და ბევრი სხვა კომპანია, რომელსაც სხვადასხვა დროს სწორედ ირაკლი ქარსელაძე ხელმძღვანელობდა. ფორმულას ინფორმაციით მისი ხელმოწერაა მსხვილ გარიგებებზეც, მათ შორის სახელმწიფო ქონებების შესყიდვაზე.

ირაკლი ქარსელაძე 2012 წელს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი იყო და ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობების პარალელურად იყო ოლიგარქის კერძო ბიზნესშიც ირიბად ჩართული.

შაბათის ფორმულას აუდიტის სამსახურიდან წყარომ მიაწოდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ირაკლი ქარსელაძისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ბევრი რამ ხდება ცნობილი. მაგალითად, საქმე ეხება განმუხურში, საოკუპაციო ხაზთან სასტუმროს მშენებლობას, რომელიც გასულ წელს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანია ბლექსი რივიერამ, რომლის დირექტორიც ქარსელაძე იყო, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და სახელმწიფო მილიონზე მეტი ლარით აზარალა. ბლექსი რივიერას სპეციალურად მიღებული კანონის შესაბამისად, ყველა დარღვევა და ჯარიმა ეპატია. მიუხედავად იმისა, რომ განმუხურში სასტუმრო, ამ დრომდე არ აშენებულა, მაგრამ ტერიტორია შემოღობილია და ზღვის სანაპიროზე არავის უშვებენ.

უფრო დეტალურად: 

34 ათასზე მეტი კვადრატული მიწა ზღვის პირას – ივანიშვილის კომპანია – ბლექსი რივიერამ 2016 წელს სახელმწიფოსგან აუქციონზე შეღავათიან ფასად, 2 266 500 ლარად შეიძინა. ეს იმ ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომელიც შაბათის ფორმულას ანონიმურმა წყარომ აუდიტის სამსახურიდან მიაწოდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ბლექსი რივიერას, რომლის მაშინდელი დირექტორი ახლა რეგიონალური განვითარების მინისტრი, ირაკლი ქარსელაძეა, 2020 წელს 120-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. საინვესტიციო თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენდა. თუმცა, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა და სახელმწიფო 1 316 728 ლარით აზარალა. 

განმუხურში ფეშენებელური სასტუმროს სანახავად ჩასულ შაბათის ფორმულას მხოლოდ 6 სართულიანი შენობის კარკასი, არმატურები და დაცვის სამსახური დაგვხვდა.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბლექსი რივიერა და ტურიზმის განვითარების ფონდი ივანიშვილის ერთადერთი ქონება არ არის, რომელსაც ქარსელაძე კურირებდა. ოლიგარქის ქონების მართვაში მას საჯარო მოხელის სტატუსი ხელს არ უშლის. ირიბად დღემდე ყველა ფინანსურ ანგარიშგებას აკონტროლებს. ქარსელაძის სახელი უკავშირდება პარაგრაფ შეკვეთილს, შპს ბლექსი რიზორთსოლდ სითისსოლოლაკი რაიზსთბილისი სითის და სხვა კომპანიებს. ყველა ოლიგარქის საკუთრებაა. მსხვილ გარიგებებში და სახელმწიფო ქონების შესყიდვებში კი სწორედ ქარსელაძის გვარი ფიგურირებს.

თანაინვესტირების ფონდში შეუსრულებელი ვალდებულებები პანდემიას გადააბრალეს. თუმცა, პანდემია 2020 ში გამოცხადდა, იქამდე კი, ბლექსი რივიერას მინიმუმ 3 წელი ჰქონდა მშენებლობის დასრულებისთვის.

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ელიტური კორუფციის გამოვლენა, საქმე შეისწავლა, თუმცა დოკუმენტში არ მოახვედრა.

სასტიკი ბრძოლები ბახმუტისთვის: რატომ ცდილობს რუსეთი ასე ჯიუტად ამ ქალაქის ხელში ჩაგდებას?

დონბასის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი ბახმუტი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის ფრონტის ხაზზე ყველაზე...

მდინარაძე: “გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს “გლობალ პოინტთან”, რომელმაც უნდა გაუწიოს PR-კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული...

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაჩე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კონტრაქტი...

“ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ“– ზელენსკიმ მასკი უკრაინაში მიიწვია

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის განცხადებებზე საუბრისას უკრაინის ომთან დაკავშირებით,...

პენტაგონი: ჩინეთს 400-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს

ჩინეთს ახლა 400-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს - აცხადებს პენტაგონი. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის...

პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება – ნარიშკინი

„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვარშავა აჩქარებს მზადებას დასავლეთ...

ცდილობთ, 9 ბრალდებულიდან რომელიმე გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ, ვერ ათქმევინებთ – ფურცხვანიძე პროკურორს

"ცდილობთ, 9 ბრალდებულიდან რომელიმე გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ, ვერ ათქმევინებთ" - ამ სიტყვებით მიმართა,...

კახი, თუ არ გადაიხდიან მიკროფონები და დინამიკები წამოვიღოთ – გლდანის მაჟორიტარი TV პირველის საქმეზე

დღეს, სასამართლომ „ტვ პირველს“ და ტელემწყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის მიმართ 15 ათასი ლარის...

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

, ესპანეთის დედაქალაქში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, საელჩოს თანამშრომელი. მედია...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ...