ირანელები აღშფოთებულნი არიან ზელენსკის მიმართვით, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა ისინი რუსეთის ხელშეწყობაში დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვამ ირანელი ხალხისადმი, რომელშიც მან რიგით ირანელებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ ბოროტებას რუსეთის სახით, მწვავე რეაქცია გამოიწვია როგორც ირანის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში თქვა, რომ ომის დროს უკრაინაში 1150-ზე მეტი ირანული შაჰედის დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინელებმა 900 ჩამოაგდეს.

მან მოუწოდა ირანელ ხალხს შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა, რადგან უკრაინელების ტანჯვის გარდა, ეს გამოიწვევს თვით ირანის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას.

„მივმართავ ყველას – საზოგადოებას, ირანელ ულემებს, ყველა ირანულ ოჯახს, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. მარტივი კითხვა: რატომ გინდათ იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? სახელმწიფოს მხარეს, რომელიც განასახიერებს ბოროტებას?” –თქვა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.

ამ კითხვამ სოციალური მედიის ირანელ მომხმარებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. პარასკევს ყველა პლატფორმაზე ასობით ათასი მესიჯი გამოჩნდა, რომლებშიც ირანელები უკრაინის პრეზიდენტს სთხოვდნენ, აწონ–დაწონოს  მისი სიტყვები.

ისინი შოკირებული არიან, რომ ზელენსკი ოფიციალური თეირანის ქმედებებში უბრალო ირანელ ხალხს ადანაშაულებს.

BBC-ის სპარსული სამსახური ყველაზე ნიშანდობლივ კომენტარების აქვეყნებს სოციალური ქსელებიდან.

ირანული შაჰედის დრონი

“ზელენსკიმ ბოროტების მხარეს დაგვაყენა”

დამოუკიდებელი ჟურნალისტების ჯგუფმა ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა თავისი რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაზე.

მათ განაცხადეს, რომ ირანელებმა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს, რათა ისტორიის სწორ მხარეს დადგეს ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული აგრესიის დაწყებიდანვე ირანელები ყველანაირად უჭერდნენ მხარს უკრაინელებს, მაგრამ სწორედ უკრაინის მთავრობამ შეაქცია ზურგი ირანისა და უკრაინის ხალხებს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში, მიუხედავად იმისა, რომ ირანის პროგრესული ხალხი ცერემონიის ბოიკოტს ითხოვდა.

„ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რამდენად შეუძლია ამ რეჟიმს საზარელი დანაშაულებების ჩადენა“, – თქვა ჟურნალისტთა ჯგუფმა.

გამოხმაურებების აბსოლუტურ უმრავლესობაში, კომენტატორები მოუწოდებენ ვოლოდიმირ ზელენსკის, გამიჯნოს ირანის ხალხი და მთავრობა.

“ჩვენ ვწუხვართ ისლამური რესპუბლიკის მონაწილეობის გამო უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებებში. ირანის ხალხი უკმაყოფილოა, რომ მათი ფული იხარჯება კამიკაძე–სათამაშოებზე თქვენს წინააღმდეგ, მაგრამ თქვენ მისამართი შეგეშალათ.  თქვენ უნდა მიმართოთ მათ, ვინც იარაღს გაწვდით – დასავლეთს. მხოლოდ მათ შეუძლიათ მიაღწიონ ისლამური რესპუბლიკის ქცევის შეცვლას”, – წერს მომხმარებელი შაჰრამი.

„თუ უკრაინელებს შეუძლიათ შეაჩერონ გამუდმებული სიკვდილით დასჯა ირანში, მაშინ ჩვენც შევძლებთ შევაჩეროთ ირანული თვითმფრინავების მიწოდება რუსეთისთვის. ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ ვიტანჯებოდით და ვკვდებოდით ირანში ქუჩის პროტესტების დროს და მან [ზელენსკიმ] ბოროტების გვერდზე დაგვაყენა. “, – წერს ირანში ცნობილი კინემატოგრაფისტი დოინია მადანი.

დასავლეთის უმოქმედობა

ბევრი კომენტატორი ამახვილებს ყურადღებას დასავლეთსა და ირანს შორის დიპლომატიური დიალოგის ნაკლებობაზე და თვლის, რომ დასავლელი ლიდერების ძალისხმევამ შეიძლება აიძულოს ოფიციალური თეირანი შეცვალოს თავისი კურსი.

არიან ისეთებიც, რომლებიც დასავლეთს დამნაშავედ თვლიან ირანის რეჟიმის პირდაპირ მხარდაჭერაში.

“ბატონო პრეზიდენტო, სთხოვეთ თქვენს ფინანსურ და სამხედრო სპონსორებს, შეწყვიტონ ირანის ანტიადამიანური რეჟიმის მხარდაჭერა. ირანის ხალხი არასოდეს ჩარეულა თქვენს ომში და არ ჩაერევა”, – მოუწოდებს ზელენსკის მომხმარებელი ბეჰზადღოლიზადე.

“რა ალოგიკურად და ირაციონალურად ლაპარაკობს. ბატონო ზელენსკი, ესაუბრეთ ამერიკას და ევროპას, დაარწმუნეთ ისინი. ისლამური რესპუბლიკა არის კრიმინალური რეჟიმი, რომელიც არ ზოგავს საკუთარ ხალხს და მხოლოდ კისრებს ეძებს თავისი სახრჩობელისთვის”, წერს საპიდე თადრისი და მიუთითებს ირანში სიკვდილით დასჯათა რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე.

BBC-ის კორესპონდენტის დარიუშ რაჟაბიანის თქმით, ზელენსკი ირანის ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაში ძალიან პოპულარულ ფიგურად ითვლებოდა და ბევრისთვის დღემდე ასე რჩება, მაგრამ მის გამოსვლაზე რეაქცია ზოგიერთ წრეში იმედგაცრუებაზე მიუთითებს.

ასევე, კომენტატორები გამოხატავენ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. ბევრი იხსენებს მე-19 საუკუნის სპარსეთ-რუსეთის ომები.

„ირანის უზურპატორული რეჟიმის პოლიტიკურ კურსსა და ირანელი ხალხის აზროვნებას შორის უზარმაზარი უფსკრულია. ქუჩაში გამოსულ ხალხს სძულს რუსეთი ირანის მიწის ნაწილის მიტაცების გამო. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ირანს ორი საუკუნის წინ დაემართა“– იხსენებს მომხმარებელი სახელად JSN.

„ღმერთმანი, თავად  ირანის ხალხი რუსეთის მძევალია“, წერს ბეჰნამი.

ეს მოსაზრება ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელებში გამოხმაურებებს შორის.

ბევრი წერს, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უკრაინაში რუსეთის აგრესიას, მოსკოვისთვის ირანული იარაღის მიწოდებას, მაგრამ უბრალოდ უძლურნი არიან რაიმე გააკეთონ.

იმავდროულად, უკრაინაში მცხოვრები ირანელები ამბობენ, რომ მათ მიმართ დამოკიდებულება საზოგადოებაში ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა. გაცილებით გართულდა ჩინოვნიკებთან ურთიერთობაც.

აშშ-ის სახდეპმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ასავლელად – “დროა”

სწორედ ამ პერიოდში, საერთაშორისო სანქციების კოალიცია, რომელიც შედგება წარმომადგენლებიდან შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და...

ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, მის სიტყვებს ნოლის ფასი აქვს – ღუდუშაური

"სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ...

ლუკაშენკო კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს 

"გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს მოუწია "კონტრშეტევის" სამი დღის დამალვა, სადაც თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა განადგურდა...

სააკაშვილი ციხიდან ანგრევს ქართული ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს – ბეჟაშვილი

'' კომენტარები ცალსახად ადასტურებს, როგორი შიში გამოსჭვივის მათ განცხადებებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოში...

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ შეშფოთება ! – კალაძე

"ის უბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა,...

იძახოდნენ, რომ გვამის სუნი ასდის, დღეს გვესმის, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ჰყოლიათ გადანახული სააკაშვილი –...

"ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, რომ იქნებ ჩამოყალიბდნენ ეს ქალბატონები და ბატონები. ხან იძახოდნენ, რომ ასე...

ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს, აცდენილია რეალობას, დაცინვის ღირსია – კალაძე კალიურანდზე

„გულწრფელად ვიტყვი: ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი...

“ფრენების აღდგენაზე, მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა!” – განხილვა ევროპარლამენტში

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება სადაც თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...