2 ივნისს აქციაზე თეთრი ფურცლებისა და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მიტანილი ბანერების გამო, რომელზეც “ირაყლი” ეწერა, დაკავებულები დღეს სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო.
საბა ბრაჭველი, ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ერთ მუხლში გაამართლა და მათ 500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ხოლო იმავე დღეს დაკავებული ნოდარ სიხარულიძე მან ორივე მუხლში გაამტყუნა და 2 000 ლარით დააჯარიმა.
2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები.