ისაკო დევიძეს 20 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ აქტივისტ ისაკო დევიძეს 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა  – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

დევიძე გუშინ 24 სექტემბერს, ღამით პარლამენტთან დააკავეს.

სოციალურ ქსელში, გავრცელებულ  კადრებში ისმის, თუ როგორ ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი, რომ ისააკო  დევიძე გზის გადაკეტვას ცდილობდა და ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.