ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე – იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე გამოიკითხა.

ბრეგვაძემ შსს–ს  დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ “გამოძიებას არაფერს უმალავს”.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. მისი თქმით, ბრეგვაძეს არაფერი გადაუღია და არ იცის სისხლიანი დაპირისპირება იყო თუ არა.

ჭკადუა აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მესიჯებს სწერენ და აბულინგებენ.

„ის ყველა კითხვას უპასუხებს, მანამდე კი ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს. უნდა შევხვდეთ და ეს ისტერია მოწმეების ირგვლივ უნდა დასრულდეს. ასე არ შეიძლება, რადგან არავის მოუნდება მივიდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან. ამონაწერში ძალიან კარგად ჩანს და თქვენ ეს იცით, რომ მან დარეკა უწყებაში. მას არაფერი გადაუღია, ამოღებულია კამერა, ჩაუტარდება ექსპერტიზა. ჩვენ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას, გადავიღებთ ყველაფერს, სად იმალებოდა, როგორ იმალებოდა იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები და ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე. მან არ იცის სისხლიანი დაპირისპირება იყო თუ არა. რაც ხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია მისცა გამოძიებას, ამის იქით არაფერი იცის”, – განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

გარდა ბრეგვაძისა, შაქარაშვილის საქმეზე 2 მოწმეც გამოიკითხა – არასრულწლოვანი ლ.ქ. და ლუკა ბეჟანიშვილი. ბეჟანიშვილის განცხადებით, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს. არასრულწლოვან ლ.ქ-ს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მელია თვითონვე ჰყავთ ძალით ჩასმული ციხეში – ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ციხეში...

არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასსა და ნიკა მელიას...

თუ მელიას მიზანი ციხეში მემუარების წერა და განათლების გაღრმავებაა, ვერ შევზღუდავთ – ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი ალიდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებით ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისი განცხადებით, თუ...

საქართველოს ეკონომიკა იანვარში 11.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა...

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან 1 წელი გავიდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. 2020 წლის 26 თებერვალს ჯანდაცვის...

26 თებერვალი: გამოვლინდა COVID-19-ის 337 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 320 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო...

მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, სანქციებს პერსპექტივა არ აქვს – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სანქციებს პერსპექტივა არ აქვს. „მელას რაც ესიზმრებოდა, ის...

“თავისუფლებისთვის” – დღეს ოპოზიცია აქცია-მსვლელობას გამართავს

"თავისუფლებისთვის" – დღეს, 13 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქცია–მსვლელობას გამარტავს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო