იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარი პოზიცია გამოხატეს. ესენი იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, როგორც ჩანს. შეიძლება პარტიის წევრებიც იყვნენ, მათი ნაწილი, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები, როგორც იგორ ნარმანია და სხვა ნაციონალი ახალგაზრდები იყვნენ გულწრფელი სამოქალაქო აქტივისტები, ასევე, რატომ არის გამორიცხული, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს სამოქალაქო აქტივისტი. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ აქვთ სამოქალაქო პოზიცია და გამოხატეს ეს სამოქალაქო პოზიცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მათი გადმოსახედიდან, არიან უღირსი.
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.