ისრაელის არმიამ ჰამასის ერთ–ერთი ლიდერი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის არმიამ  დარტყმა განახორციელა ახმედ სიამზე, რომელსაც როგორც ისრაელის არმია აცხადებს, მძევლად ყავდა აყვანილი ღაზას 1000–მდე მშვიდობიანი მოქალაქე და პაციენტები რანთისის საავადმყოფოში და ხელს უშლიდა სამხრეთით მათ ევაკუაციას.

“სიამი იყო ჰამასის ჯგუფ “ნასერ რადვანის მეთაური“ და ის კიდევ ერთი მაგალითია ჰამასის მიერ სამოქალაქო პირების ტერორისტული მიზნებისთვის ცოცხალ ფარად გამოყენებისა ღაზას სექტორში“ ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმია საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს ღაზას რამდენიმე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე. ისრაელის არმიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა კონკრეტული საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია არ გასცა.