ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ერთ–ერთი მეთაურის მკვლელობის შესახებ გამოაცხადეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჰამასის სამხრეთ ეროვნული უსაფრთხოების ოლქის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ისრაელის პოლიციის ექვივალენტი. განცხადების მიხედვით, მოკლული მეთაურის სახელია მატაზ ეიდი.

„გარდა ამისა, განადგურდა ათობით სამხედრო შტაბი, რიგი სადამკვირვებლო პუნქტები, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის რამდენიმე სარაკეტო პოზიცია“, – ნათქვამია ცაჰალის განცხადებაში, რომელიც  მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კვირას ისრაელის თავდაცვის არმიის  ძალებმა მრავალი შეტევა მიიტანეს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში და ჯამში 250 სამიზნე გაანადგურეს.