ღაზაში ერთ-ერთი მეჩეთის ქვეშ რაკეტებისა და იარაღის მწარმოებელი ქარხანა აღმოაჩინეს – შესაბამის ინფორმაციას, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
“188-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს მეჩეთის შიგნით მდებარე ქარხანა, რომელიც აწარმოებდა რაკეტებსა და იარაღს. მინდა, კარგად გაიაზროთ, ზაიტუნის რაიონში მდებარე მეჩეთი გამოიყენებოდა იარაღის საწარმო ქარხნად. ჯარისკაცები შევიდნენ მეჩეთში, ჩაატარეს ჩხრეკა, დარწმუნდნენ, რომ იქ არ იყო მახეები. შემდეგ კი მიაგნეს გვირაბის თავსა და კიბეს. მიწისქვეშ მათ დახვდათ რაკეტების და იარაღების საწარმო. ტერორისტები რაკეტებს მეჩეთში აწარმოებდნენ. ისინი ისლამს და ისლამის სიმბოლოებს ტერორის შესაქმნელად იყენებდნენ”. – თქვა ჰაგარმა.