ისრაელი სამოქალაქო ჯგუფებს იარაღით მოამარაგებს – ამის შესახებ, ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, ირამარ ბენ გვირიმ განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი ჯგუფების ძირითადი დანიშნულება საზღვრებთან ახლოს მდებარე ქალაქების, ასევე ებრაულ-არაბული ქალაქებისა და დასავლეთ სანაპიროს დასახლებების დაცვაა.
მინისტრის თქმით, 4000 ერთეული იარაღი უკვე შეძენილია და “მიმდინარეობს მათი გაცემის პროცესი.” გარდა ამისა, სამოქალაქო ჯგუფებს ჩაფხუტები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტებიც დაურიგდებათ.
- „ჩვენ სამყაროს თავდაყირა ამოვატრიალებთ, რათა ქალაქები დაცული იყოს. მე გავეცი მითითებები სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფების მასიურად შეიარაღების შესახებ“, – ამბობს ბენ გვირი.