ისრაელი-ჰამასის კონფლიქტს 63 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შედეგად, მინიმუმ 63 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, –  ინფორმაციას ჟუნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს. დაღუპულთა შორის არიან : 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 4 ლიბანელი ჟურნალისტი.

„ღაზაში ჟურნალისტები განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე დგანან, რადგან ისინი ცდილობენ გააშუქონ კონფლიქტი“, – ნათქვამია ჟუნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.