ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სრული კარანტინი 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით შეიზღუდა პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის ფორმა. ახლა მოქალაქეებს შეეძლებათ დააორგანიზონ ან მონაწილოება მიიღონ პროტესტში, მხოლოდ მათი საცხოვრებელი სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში. აქციის მონაწილეთა რაოდენობა 20 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.
თელ-ავივის ასობით მაცხოვრებელი ოთხშაბათს, საღამოს ქუჩაში გამოვიდა, მიტინგების შეზღუდვის გასაპროტესტებლად. ოთხი ადამიანი დააკავეს პოლიციელებზე თავდასხმისთვის.
განმეორებით კარანტინის რეჟიმი ისრაელმა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, 18 სექტემბერს დააწესა.
1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ აღრიცხულია 248 131 შემთხვევა, გარდაიცვალა 1 571 პაციენტი.