ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად, რომელიც Covid19-ის მიზეზი გახდა, ის ცხოველებიდან ადამიანებს გადაეცემა.

მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება 25 ივლისს დაავადდა და 2 აგვისტოს გარდაიცვალა გვინეის, ლიბერიის და სიერა–ლეონეს საზღვართან, ქალაქ გუკუდის სიახლოვეს მდებარე სოფელში. მას მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობდნენ. ებოლას ვირუსზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. სიკვდილის შემდეგ მისი ქსოვილების ნიმუშების შესწავლამ მის ორგანიზმში მარბურგის ვირუსის არსებობა დაადასტურა.

მარბურგის დაავადება პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში 1967 წელს აღმოაჩინეს. ინფექციის წყარო აფრიკიდან ცდებისთვის შეყვანილი მწვანე მაიმუნები აღმოჩნდნენ. დარეგისტრირდა დაავადების 31 და გარდაცვალების 7 შემთხვევა.

შემდგომში მარბურგის ვირუსის აფეთქებები დაფიქსირდა სუდანში, კენიაში, ანგოლაში, უგანდაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ამჟამინდელი შემთხვევა დასავლეთ აფრიკაში პირველია.

ამ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 24–დან 88 პროცენტამდე მერყეობს. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. მკურნალობა ძნელად მიმდინარეობს. პირველი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი და სისუსტე.

ამ იშვიათი ინფექციის ძირითადი გადამტანები ღამურები არიან. დაინფიცირება ხშირად გამოქვაბულებში და მთებში მიტოვებულ ჭაბურღილებში სტუმრობის შემდეგ ხდება, სადაც ამ ცხოველების კოლონიებია.

ადამიანიდან ადამიანს მარბურგის ვირუსი ჰაერ–წვეთოვანი გზით, ადამიანის ორგანიზმდან გამოყოფილი ნივთიერებებით, დაავადებულთან ფიზიკური კონტაქტის ან იმ ზედაპირებთან შეხების გზით გადაეცემა.

ჯერჯერობით უცნობია, მოასწრო თუ არა “ნულოვანმა პაციენტმა“ ვინმეს დაინფიცირება. რისკს ის აძლიერებს, რომ გუკედუში ყოველ კვირას დიდი ბაზრობა ტარდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საფრთხის დონეს დასავლეთ აფრიკისთვის მაღალი, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი დაბალი შეფასება მისცა.

საგანგაშო ამბავი ორი თვის შემდეგ გავრცელდა იმ მომენტიდან, როცა ორგანიზაციამ გვინეაში ებოლას ეპიდემიის მორიგი აფეთქების დასრულების შესახებ გამოაცხადა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.

“ვირუს მარბურგის გავრცელების პოტენციალი თავიდანვე უნდა შევაჩეროთ. მივესალმებით გვინეის ექიმების  სწრაფ რეაქციას და მზადყოფნას. ჩვენ ვმუშაობთ მათთან და ვეყრდნობით მათ გამოცდილებას ებოლას ვირუსთან ბრძოლაში, რომელიც მსგავსად ვრცელდება “– განაცხადა ჯანმოს აფრიკის რეგიონულმა დირექტორმა, მაჩიდისო მოეტიმ.

ჯანმოს ათი ეპიდემიოლოგი უკვე ჩავიდა გვინეაში. გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრი და მისი ექიმი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოძიება.

მარბურგის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

 

 

რუსეთი ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მასირებული სარაკეტო დარტყმისთვის ემზადება–მონიტორინგის ჯგუფი

რუსეთმა ბელორუსის აეროდრომ "Зябровка"–ზე  14 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-400 და მათი 60 რაკეტა ჩაიტანა,...

ლატვიამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი აჩუქა

ლატვიის ხელისუფლებამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი გადასცა. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა ...

ილვესი: საქართველო არ მიდის მეგობრების შენარჩუნების და მათი კეთილგანწყობის მოპოვების გზით

"რუსეთთან ომში ჩართვა არავის სურს და ეს არც საქართველოსთვის უნდა ვინმეს", აცხადებს "ამერიკის ხმასთან"...

თბილისის ქუჩების ნაწილს 16 აგვისტოს ელექტროენერგია მთელი დღით შეუწყდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 16 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, დაბა ადიგენთან, სოფელ ზოტთან მიწისძვრა მოხდა. მათი ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა...

“ჩვენი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“-პუტინი

რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას – თქვა რუსეთის...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი–...

პუტინის გარემოცვის პანიკაში ჩავარდნილი წევრები ცდილობენ დასავლეთს მალულად დაუკავშირდნენ– The Daily Mirror

ბრიტანული გამოცემა The Daily Mirror   წერს, რომ კრემლის მაღალჩინოსანი საიდუმლოდ დაუკავშირდა დასავლეთს, რათა მათ...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი– განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა ცხოვრება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ოფიციალურად გაგვეფორმებინა....

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...