„გიორგი გახარიამ პოლიტიკური კარიერა დაამთავრა მაშინ როცა გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ფაქტია, რომ მის მიერ დასახელებული მიზეზები ძალიან უხერხული და უარგუმენტო იყო და მე ვფიქრობ, რომ ვინც ასე არდამაჯერებლად ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას, ის სინამდვილეში წარმოადგენს სხვა პარტიების პროექტს. აქედან გამომდინარე თვითმმართველობის არჩევნები მისი ახალი პარტიისთვის იქნება პირველი და ალბათ უკანასკნელი”
აცხადებს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი “იმედთან” საუბრისას.