იტალიელმა კარაბინიერებმა დააკავეს 32 წლის ქართველი მამაკაცი, რომელი გამოძიების ინოფრმაციით ეჭვმიტანილია 25 წლის ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე.
იტალიური მედიის ინფორმაციით იძებნება მისი თანამზრახველი, ასევე ქართველი, რომელთან ერთადაც ის 25 წლის ტუნისელს თავს დაესხა. მკვლელობა პარასკევს საღამოს ქალაქ პიზას ცენტრში დანის გამოყენებით მოხდა. მოკლული პოლიციისთვის წვრილმანი დანაშაულებით იყო ცნობილი. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი პიზას პოლიციის ოპერატიული განყოფილების კარაბინერებმა საგამოძიებო განყოფილების კოლეგებთან ერთად იპოვნეს, რომლებმაც მობილური ქსელების მომხმარებლების იდენტიფიკაცია და ქალაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების შემოწმება განახორციელეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველის დაკითხვები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოძიება იმის დადგენას შეეცდება, კონკრეტულად რომელმა ეჭვმიტანილმა მიაყენა ტუნისელს მომაკვდინებელი დარტყმა.