იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა. დრაგმა პრეზიდენტს, სერჯო მატარელას თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს წარუდგინა, მატარელამ კი თხოვნა დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იტალიის სენატში გამართული ნდობის გამოცხადების დამტკიცების კენჭისყრის შემდეგ მიიღო, სადაც სამთავრობო კოალიციის სამმა პარტიამ მას უნდობლობა გამოუცხადა, რამაც გზა გაუხსნა ვადამდელ არჩევნებს, რომელიც შეიძლება სექტემბრის ბოლოს ჩატარდეს. ფართო კოალიციის შენარჩუნების მცდებოლა ჩაიშალა.