იუსტიციის სამინისტრო, სააკაშვილის, მელიასა და უგულავას სტრასბურგის საქმეებზე განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და ნიკანორ მელიას  საჩივრების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

”იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან, პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა.

საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს – სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ – სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება.

მიხეილ სააკაშვილი დავობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო მის მიმართ დამდგარი განაჩენი ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ევროპული სასამართლო საკუთარ კორესპონდენციაში უთითებს, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელზეც თავად სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა საქართველოს დარღვევა 2011 წლის 26 აპრილს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადასტურდა, რომ 2005 წლის 14 ივლისს პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის, სასტიკი ცემა მიხელ სააკაშვილის პირადი დავალებით განხორციელდა, რის გამოც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკანორ მელიას მტკიცებით, 2021 წლის 23 თებერვალს მისი დაკავება არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გიგი უგულავა საჩივარში დავობდა საქართველოში მის მიმართ დასრულებულ და მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმეზე: 1) ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი, რომლის ფარგლებში უგულავა მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვისთვის; 2) ე.წ. რიყის ეპიზოდი; 3) ე.წ. თბილსერვისჯგუფის ეპიზოდი, რომლის ფარგლებშიც უგულავა მსჯავრდებულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის; 4) 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც უგულავა ბრალდებულია ძალადობის გამო.

2021 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 64 850 საქმეს. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2020 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს”- ნათქვამია განცხადებაში. 

მობილობის შეზღუდვა შესაძლებელია ისევ დადგეს დღის წესრიგში – გაბუნია

"დამატებითი მობილობის შეზღუდვა შესაძლებელია ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა...

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს, დოპინგი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ...

“აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე” – ირმა ინაშვილი პუტინს მიმართავს

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანის ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს. მისი თქმით, ქართული...

საქართველოს მთავრობა თითქოს ცდილობს, გააქროს ნატოსა და EU-ში გაწევრიანების შანსები – ილვესი

"ცუდია ის, რომ შეთანხმება გაუქმდა, მეორე - თავის იმით მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა...

დადასტურდა კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 1895 გამოჯანმრთელდა. 3...

კახეთში 14 წლის დაკარგულ მოზარდს ეძებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. სოფელ თამარიანში მცხოვრები 14 წლის ბიჭი 2...

არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მაქვს ასეთი მხარდაჭერა – კალაძე IRI-ზე

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის...

როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტომდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...