“სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემთვის არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. რას ემსახურება კომისია? არაფერს. გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ ეს არის გადაფარვის მცდელობა. პროპაგანდისტული სისულელე, რომელიც ამაზე ალაპარაკებს მთელ საზოგადოებას, ამიტომაც მიმაჩნია იქ მისვლა ოპოზიციონერების შეცდომად. მეორე მხრივ, ეს არის სამშობლოს ინტერესების ღალატის შემცველი ქმედებები. რასაც ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნა იყოს იმგვარი, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე და არა რუსეთი”,

განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა  ლიდერიმა, ნიკა გვარამიამ, რომელი ამ წუთებში  მაგისტრ მოსამართლესთან იკითხება.