”პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია.

კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს მისი პოზიცია. ნუ, აბსოლუტურად, არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი.

შარშან ივნისში, როცა ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ NGO-ები და ითხოვდნენ ვის გადადგომას? მთავრობის გადადგომას და პარლამენტის მიმართ ჰქონდათ შენიშვნები და არა პრეზიდენტის მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ პასუხისმგებელი არ არის და თუ არ არის პასუხისმგებელი რას დადის?

არიან არაკეთილსინდისიერი ძალები, რომლებიც ახერხებენ კონკრეტული ადამიანების “გადაქაჩვას.” ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ. გლობალურ ომის პარტიას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დეტალებში არ მინდა შევიდე”

აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე.