კალაძის გასაიდუმლოებული ვიზიტი დუბაიში – დასვენება თუ პოლიტიკური თავყრილობა

ტელეარხები – ფორმულა და მთავარი კახა კალაძის დუბაიში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე დუბაიში, ფეშენებელურ სასტუმროში, 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დედაქალაქის მერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა.

სასტუმროს ჯავშნის მიხედვით, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, დუბაიში ერთკვირიან ტურში კახა კალაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავიდა. მასთან ერთად იყვნენ – წინა მოწვევის პარლამენტის და კალაძის გუნდის წევრი ივლიანე წულაია ოჯახთან ერთად და დეპუტატი ლევან კობიაშვილი ოჯახთან ერთად.

კალაძე-კობიაშვილი-წულაიას დუბაიში დასვენება მკაცრად გასაიდუმლოებულია. შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ჩანს, რომ თითოეული მათგანის ერთკვირიანი ვოიაჟის ღირებულება ოჯახთან ერთად, სასტუმრო One & Only-ის ლუქსის ტიპის ნომერში, 39 067 დირჰამია, რაც ქართულ ვალუტაში 36 427 ლარია.

დედაქალაქის მერიაში შაბათის ფორმულას უთხრეს, რომ კახა კალაძე შვებულებაში არ იმყოფება და ის მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. წასვლის შესახებ კალაძემ თავად, ერთი კვირის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თუმცა სად იმყოფებოდა არ უთქვამს.

კალაძის გამგზავრების თარიღს აკონკრეტებს მთავარი არხი, რომლის ინფორმაციით ჩარტერული რეისით კალაძემ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად თბილისი 11 აპრილს დატოვა. მთავარის ინფორმაციით ამავე რეისის მგზავრები ასევე იყვნენ მისი უახლოესი კონფიდანტები – ბიზნესმენი ივლიანე წულაია და დეპუტატი ლევან კობიაშვილი. მთავარი ამბობს, რომ როგორ ჩანს, დუბაის ოქროს სანაპირო ის ადგილია, სადაც “ოცნების” დაშლა – საბოლოოდ გაფორმდება.

ფორმულა ამბობს, რომ  ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით აღებული ტაიმაუტი კალაძემ პოლიტიკური მომავლის დასაგეგმად გამოიყენა. ეჭვები შიდა დაპირისპირებაზე გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. ამას ისიც დაერთო, რომ ქართულ ოცნებაში გამართული კონსულტაციების შემდეგ მერის კანდიდატად კალაძე აღარ დაუსახელებიათ.

კალაძის დუბაიში ვიზიტს პოლიტიკას უკავშირებს მთავარიც. არხი ხაზს უსვამს, რომ უკვე მეექვსე თვეა, ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია – დაშლის ზღვარზეა მმართველი გუნდიც.  აღარაა საიდუმლო, რომ “ქართული ოცნების” შიგნით არსებული სხვადასხვა დაჯგუფება ერთმანეთს გავლენების გადანაწილებას ეცილება. ამ შიდა ფრაქციულ დაპირისპირებაში კი განსაკუთრებით საინტერესოა – სად მიდის კახა კალაძე.

თვითმმართველობის არჩევნები კარსაა მომდგარი, ამის მიუხედავად კი “ოცნება” მისი კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობს. პერიოდულად, მერიაში ხმაურიანი კორუფციული დაჭერები კი კიდევ ერთხელ ადასტურებს შიდა დაპირისპირების გამწვავებას. კახა კალაძე, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ღიად გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას და “ქართული ოცნებიდან” წავა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მისაღებად კი როგორც ჩანს თბილისის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა დუბაის ლაჟვარდოვანი სანაპირო შეარჩია, სადაც ის ოფიციალური ვერსიით ოჯახთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა– ამბობს მთავარი.

არ არის გამორიცხული კალაძემ ოცნების დატოვების შესახებ განცხადება ახლო მომავალში გააკეთოს.

“ჩვენი ცხოვრების მუდმივი კეთილი ნაწილი იყო” – ბარაკ ობამას ძაღლი, ბო ობამა მოუკვდა

"ჩვენი ცხოვრების მუდმივი კეთილი ნაწილი იყო" - ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას  ძაღლი, ბო...

წმინდა სინოდის ნაცვლად გვყვავს სუფთა ნახირი – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"წმინდა სინოდის ნაცვლად გვყვავს სუფთა ნახირი "- ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე ვანისა და...

მეუფე ანტონი მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა – ვიდეო

7 მაისს, ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვანისა...

ევროკავშირის გირაოს მიღება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს – ხვიჩია ნიკა მელიაზე

"ევროკავშირის გირაოს მიღება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს"-ასე გამოეხმაურა "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, ევროკავშირის...

გირაოს გადახდა კი არაა მთავარი, მთავარია ვინ გადაიხადა – ოქრიაშვილი

"გირაოს გადახდა კი არაა მთავარი, მთავარია ვინ გადაიხადა"- ასე ეხმაურება, პარტია, ''პროგრესი და თავისუფლების''...

დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიმართვა – პროკურატურა ნიკა მელიას გირაოზე

"დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიმართვა" -  ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის, გირაოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი...

მელია იძახდა არ გადავიხდიო და გადაიხადა – ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოზე

"მელია იძახდა არ გადავიხდიო და გადაიხადა"- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, ევროკავშირის...

მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს – ვაშაძე გირაოს გადახდაზე

"მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...