„ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო – რუსეთის სურვილის გამო – წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს თავისი იმპერიის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ხანგრძლივი მშვიდობა, რისი მიღწევაც შეუძლებელია, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელები არ ისხდებიან.[…] ჩვენ ასევე გადავცემთ უკრაინის დახმარების პირველ ტრანშს 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით“,
ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები როგორც პირადად, ასევე ონლაინ რეჟიმში ესწრებიან.