კანადა ქვეყანაში 1,5 მილიონ შრომით მიგრანტს იწვევს

კანადა დიდ ფსონს დებს იმიგრაციაზე. ვიზიტორთა უპრეცედენტო ტალღით, კანადის მთავრობა იმედოვნებს, რომ კანადის ეკონომიკაში მუშახელის ნაკლებობის კომპენსირებას მოახდენს. ამ პრობლემის გამწვავება  მოსახლეობის დაბერებამ და ბეიბი–ბუმერების თაობის მასობრივად  პენსიაზე გასვლამ გამოიწვია. თუმცა, ყველა კანადელი არ არის მზად, ხელგაშლილი მიესალმოს უცხოელების ასეთ დიდ რაოდენობას.

ნოემბრის დასაწყისში კანადის ფედერალურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა გრანდიოზული გეგმების შესახებ: მომავალი წლის  იანვრიდან და 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის მთავრობა ყოველწლიურად 500 000 ემიგრანტის მიღებას გეგმავს. ანუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში კანადის მოსახლეობა სულ 1,5 მილიონი ადამიანით უნდა გაიზარდოს.

ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ეს დაახლოებით რვაჯერ აღემატება იმას, რასაც გაერთიანებული სამეფო გეგმავს და ოთხჯერ, ვიდრე აშშ-ს ადმინისტრაცია მოელის.

თუმცა, ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ კანადის ხელისუფლების გეგმები სრულად არ ასახავს ქვეყნის მაცხოვრებლების განწყობას, რომელთაგან ბევრს ეშინია უცხოელთა ასეთი მასიური შემოდინების.

დიდი თამაში

უკვე ათწლეულების განმავლობაში, კანადა მიზანმიმართულად ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი მაცხოვრებლების შემდინებას, რათა შეენარჩუნებინა მისი მოსახლეობისა  და ეკონომიკის ზრდა. ამავდროულად, ემიგრანტებს ენიჭებათ მუდმივი საცხოვრებელი კანადაში – მაგრამ არა მისი მოქალაქეობა.

გასულ წელს კანადაში ბინადრობის ნებართვა 405 000-მა ადამიანმა მიიღო ,რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიზეზები, უმეტესწილად, მარტივი არითმეტიკით აიხსნება. როგორც ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში, კანადაში შობადობა სტაბილურად იკლებს, ხოლო მაცხოვრებელთა საშუალო ასაკი, პირიქით, სტაბილურად იზრდება, რაც კანადას პენსიონერთა ქვეყნად გადაქცევით ემუქრება, რომელთა უზრუნველყოფა შრომისუნარიან მოსახლეობას გაუჭირდება.

ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანას სურს გაიზარდოს და თავისი ეკონომიკა, განავითაროს, ემიგრანტების გარეშე ამას ვერ შეძლებს.

კანადაში სამუშაო ძალის ზრდა უკვე თითქმის მთლიანად განპირობებულია იმიგრაციით და 2032 წლისთვის, მთავრობის პროგნოზით, იგივე შეიძლება ითქვას მთლიანობაში მოსახლეობის ზრდაზე.

განსაკუთრებული ადგილი მსოფლიოში

დღეს კანადაში ყოველი მეოთხე ადამიანი სხვა ქვეყნიდანაა. G7-ის ყველა სხვა სახელმწიფოში (ანუ G7-ის განვითარებულ ქვეყნებში) ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია. ავიღოთ იგივე აშშ, რომელიც  კულტურათა შერევის მსოფლიო ცენტრად ითვლება: იქ ემიგრანტები მოსახლეობის მხოლოდ 14%-ს შეადგენენ. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია ბრიტანეთში.

თუმცა, ბრიტანეთისა და კანადის საიმიგრაციო სიტუაციების შედარება   ძნელია, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან განსხვავებულია, ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის ობსერვატორიის დირექტორი მადლენ სუმპტიონი, მიგრაციის მონიტორინგის პროექტიდან.

ბრიტანეთი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, ხოლო კანადა სიდიდით მეორეა რუსეთის შემდეგ და იქ „მხოლოდ“ 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ანუ არის ადგილი ზრდისთვის – ყველაზე პირდაპირი გაგებით.

”ბრიტანეთს უბრალოდ არ აქვს ამოცანა მოსახლეობის გაზრდის იმ ტემპით და იმ მოცულობით, რასაც კანადა აკეთებს”, – განმარტავს ის.

თუმცა, ემიგრანტების წარმატებით მოსაზიდად კანადაში, მხოლოდ  უზარმაზარი, თითქმის დაუსახლებელი ტერიტორია და ხელსაყრელი დემოგრაფიული მაჩვენებელი არ არის საკმარისი, ამბობს ჯეფრი კამერონი, ტორონტოს მაკმასტერის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი. ამისთვის მთავარია მოსახლეობის მხარდაჭერა. „ქვეყნების უმრავლესობისთვის მთავარი შემზღუდველი ფაქტორი საზოგადოებრივი აზრია“, – თქვა მან.

მაგალითად, შეერთებულ შტატებში, სადაც ემიგრანტების რაოდენობა, რომლებიც კვეთენ საზღვარს სამხრეთიდან, რეკორდულ დონემდე გაიზარდა, ბევრმა დაიწყო ფიქრი, რომ შესაძლოა უცხოეთიდან ჩამოსულები შეიძლება უფრო მეტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თავისუფალი სამუშაო ადგილი.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბრიტანელებმა რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტეს, სწორედ ის იყო, რომ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შესული იაფი მუშახელის მასიური შემოდინების მიმართ.

თუმცა, როგორც მადლენ სუმპტიონი აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბრიტანეთის საზოგადოებრივი აზრი უფრო კეთილგანწყობილი გახდა მიგრაციის მიმართ. თუნდაც იმიტომ, რომ Brexit-ის შემდეგ ქვეყნის მაცხოვრებლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ახლა მას სახელმწიფო უკეთ აკონტროლებს.

კანადაში, ისტორიულად, საზოგადოებაში იმიგრაციის მხარდაჭერა ყოველთვის მაღალი იყო.

„ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ საზოგადოებას აქვს საკმაოდ დიდი ნდობა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი მიგრანტთა ნაკადს და დარწმუნდებიან, რომ ეს ყოველთვის ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია“, – განმარტავს კამერონი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ემიგრანტების შემოდინების გამო არანაირი შეშფოთება არ არსებობს.

ბოლო წლებში გაიზარდა კანადის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები შეერთებული შტატებიდან და კანადის ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე პოპულისტურმა პარტიამ, კანადის სახალხო პარტიამ, რომელიც 2018 წელს გამოჩნდა, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ თემას აქტუალობა არ დაუკარგა.

კანადაში იმიგრაციისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა რეგიონში  განსხვავებულია.

როდესაც ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა გეგმები წელიწადში 500,000-მდე მიგრანტის მიღებაზე, კვებეკის ავტონომიურმა პროვინციამ, რომელსაც შეუძლია დააწესოს საკუთარი კვოტები ემიგრანტების ნაკადისთვის, განაცხადა, რომ დათანხმდა არაუმეტეს 50,000 ადამიანის მიღებას. ანუ კვებეკი, სადაც კანადის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ცხოვრობს, მზად არის მიიღოს დაგეგმილი ვიზიტორების მხოლოდ 10%.

კვებეკის პრემიერ მინისტრი ფრანსუა ლეგო თვლის, რომ ემიგრანტების ზედმეტმა ნაკადმა შეიძლება შეასუსტოს ფრანგული ენის პოზიციები ფრანგულენოვან რეგიონში. „50 000-ითაც კი, ფრანგული ენის  პოპულარობის კლების შეჩერება რთული იქნება“, – თქვა ლეგომ.

ქვეყნის სხვა მაცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის გამო – მიუხედავად იმისა, რომ კანადას ამდენი ადგილი აქვს განაშენიანებისთვის. დიდ ქალაქებში – როგორიცაა ტორონტო და ვანკუვერი, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს შეადგენს – საბინაო მდგომარეობა ისედაც ძალიან რთულია.

კანადური ლეგერის ინსტიტუტისა და კანადის შესწავლის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა სამი მეოთხედი პირველ რიგში შეშფოთებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს მთავრობის საიმიგრაციო გეგმა საცხოვრებელსა და სოციალურ სერვისებზე. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%) მიიჩნევს, რომ წელიწადში 500 000 ვიზიტორი ძალიან ბევრია; მაშინ როცა რესპონდენტთა მესამედზე ნაკლები (31%)  ამ გეგმას იწონებს.

კანადური მიდგომა

კანადა სხვა დასავლური ქვეყნებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ მისი საიმიგრაციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ეკონომიკურია. ამჟამინდელი ბინადრობის ნებართვის მფლობელთა ნახევარზე მეტმა ქვეყანაში გადასვლა პროფესიული უნარების გამო და არა ოჯახის გაერთიანების პროგრამით შეძლო.

მთავრობა იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება.

პოლიტოლოგი ჯეფრი კამერონი განმარტავს, რომ ქვეყანამ ასეთ შედეგებს მიაღწია 1960-იან წლებში ქულების სისტემაზე გადასვლის გამო, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მიგრანტებს იმ ცოდნითა და უნარებით, რაც ქვეყანაში მოთხოვნადია. „დღეს კი სისტემა არსებითად ეფუძნება იმავე პრინციპებს“, – თქვა კამერონმა.

კანადის საიმიგრაციო სისტემა უნიკალურია, თუმცა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას მსგავსი პრინციპები აქვთ.

დიდ ბრიტანეთში ბინადრობის ნებართვის ყოველი მეოთხე მფლობელმა მიიღო ის ეკონომიკური ნიშნით. აშშ-ში ასეთი ყოველი მეხუთედან ერთია.

ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ იმედოვნებენ, რომ გაზრდან  შრომითი იმიგრანტების პროპორციას მოთხოვნად პროფესიებზე. მაგრამ, კანადისგან განსხვავებით, ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ემიგრანტების უმეტესობა თავდაპირველად დამსაქმებლების მიერ უნდა იყოს მოწვეული.

კანადაში, ბინადრობის ნებართვის განმცხადებელს შეუძლია მიიღოს დამატებითი ქულები თუ სამუშაოზე მიწვევა აქვს, თუმცა განაცხადის შეტანისას სამუშაო მიწვევა სავალდებულო არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო ასევე ახლახან გადავიდა ქულების სისტემაზე, რეალობა იგივე რჩება, ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მადლენ სუმპშონი, უპირატესობა ენიჭება იმიგრანტებს, რომლებსაც უკვე შესთავაზეს სამუშაო ქვეყანაში.

შეუძლია კანადას მიაღწიოს თავის მიზანს?

კანადა არა მხოლოდ იღებს უფრო მეტ მიგრანტს ეკონომიკური კატეგორიიდან, ვიდრე სხვა ქვეყნები, ის ასევე არის მსოფლიოში ყველაზე ღია ქვეყნებს შორის ლტოლვილებისთვის. 2021 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ თავშესაფარი მისცა 20 ათასზე მეტ განმცხადებელს.

კანადა ყოველთვის ვერ ახერხებდა ამბიციური საიმიგრაციო გეგმების განხორციელებას. მაგალითად, 2021 წელს მთავრობა აპირებდა დაახლოებით 59 000 ლტოლვილის მიღებას, მაგრამ რეალურად იქ სამჯერ ნაკლები ჩავიდა.

კანადის სამაუწყებლო კორპორაციასთან ინტერვიუში, იმიგრაციის მინისტრმა შონ ფრეიზერმა ეს წარუმატებლობა  Covid-19 პანდემიის შედეგებს მიაწერა, რომელმაცკანადისა და სხვა სახელმწიფოების საზღვრები ჩაკეტა.

კანადა 2023 წლისთვის 76000 ლტოლვილს მიღებას გეგმავს.

რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი – სარჯველაძე ზელენსკის განცხადებაზე

"რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი "- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის...

არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს” –...

"არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს" -...

კარასინი–აბაშიძის სკანდალური ჩანაწერი–საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან საიდუმლოდ თანამშრომლობს

“კიბერკმარამ“გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე რუსეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტზე...

ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა – ენმ

"ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაპარტიაში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებთან და...

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ.ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია...

ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – კირილენკო

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2...

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ერმაკი

"რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლი ცდილობს შური იძიოს ბრძოლის თითქმის ერთი...

კოკაინი, ჯადოქარი, სამეფო ოჯახის კულუარები და ძმების ხელჩართული ჩხუბი –სენსაციური ეპიზოდები პრინცი ჰარის მემუარებიდან

პრინცი ჰარის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მემუარები   "სათადარიგო" სამეფო ოჯახის წევრების მიმართ   სენსაციურ განცხადებებს და ბრალდებებს შეიცავს, დაწყებული კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებიდან თავად ჰარის მიერ,სკოლის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...