“მე ვთვლი, რომ ეს იყო კანონსაწინააღმდეგო აქციები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციასა და საპოლიციო ძალებს უფლება აქვს, გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის, ისეთი საშუალებები, რომელიც რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ა.შ. იწვევს. მათ შორის არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ.”.
ასე გამოეხმაურა, ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე BBC-ს სიუჟეტსა და შარშან პარლამენტთან გამართულ აქციებს.










