კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად – გალერი “ოცნებას” EU-ს განაცხადზე

“კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად”,– ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მიჰაილ გალერიმ ქართული ოცნების წევრის, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის Facebook-ის პოსტს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესახებ.

“კარგი, მაშინ ვალდებულებების შესასრულებად მოიქეცით ევროპულად – და ეს გზავნილი მიმართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარისკენ”,– დაწერა მან კომენტარებში.

 

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით დღეს, 3 მარტს ოფიციალურად წარადგენს.