“კარგი ტესტი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის“…–ხუხაშვილი პომპეოს ვიზიტზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი თბილისში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს რეგიონულ კონტექსტში განიხილავს და თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ახალი რეალობა კარგი ტესტია:

“რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს ვიზიტი საქართველოში?
საქმე იმაში გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა.
ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებულ მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის რომ გააფართოვოს, ან უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები.
ჩემის აზრით, აშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება ერთადერთი შესაძლო მიმართულებით – საქართველო.
მაღალი ალბათობით, შემოთავაზებული იქნება ევრო-ატლანტიკურ სისტემაში ჩვენი დაჩქარებული ინტეგრაცია. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი დაიწყოს აშშ- ს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რაღაც ფორმით სასწრაფო ფიქსაციაზე საქართველოში, მომავალში სამხედრო ბაზის დაანონსებით.
შედეგები კარგი ტესტი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის.
იმას მაინც გავიგებთ, რეალურად რა უნდათ…“– ამბობს ხუხაშვილი. 

ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოდის.

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. "ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან....

პროკურატურის განცხადება მომეწონა, ჟურნალისტებს ვერ დაიჭერენ – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სხვებისგან განსხვავებით, პროკურატურის განცხადება მოეწონა. მისი თქმით, ჟურნალისტებს ვერ დაიჭერენ...

ზვიად ტომარაძემ კომიტეტის სხდომაზე ნამახვანჰესის პროექტს ანტისახელმწიფოებრივი უწოდა

"როდესაც ამ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებს ფუთავთ ენერგოდამოუკიდებლობით,და მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ, ის აუცილებლად დამარცხდება" - ამ...

თბილისის მერობის კანდიდატი იქნებ მე ვიყო, რა იცით? – ირაკლი ზარქუა

ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე კვლავ თბილისის მერობის კანდიდატი, უმრავლესობის წევრი ირაკლი...

ვითხოვ ხუთივეს უმკაცრესად დასჯას – გიორგი შაქარაშვილის დედა

გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე აცხადებს, რომ 5 პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. "ვითხოვ...

საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათის მოხსნა საჭიროდ არ ჩათვალა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კომენდანტის საათის მოხსნა...

ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ქვეყანა, არაფერი ააშენოთ, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო – ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას აზრითმ, ეკოლოგისტებს რომ ქვეყანა დაუთმო, არაფერი აშენდება და ეკონომიკა...

ესაა ჟურნალისტების და მედიის დასჯის განაცხადი – გვარამია პროკურატურის განცხადებაზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო