ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ ელჩი Twitter-ზე წერს.
“მადლობა, საქართველო ქაბულიდან ევაკუაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის, რამაც საშუალება მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სწრაფად და უსაფრთხოდ განეხორციელებინათ ტრანზიტი და გადაყვანა თბილისის აეროპორტის საშუალებით”, – წერს კარლ ჰარცელი.