კაფე სტამბასთან, სადაც სავარაუდოდ რუსეთიდან ჩამოსული კრემლის პროპაგანდისტები არიან, აქცია დაიგეგმა. “სირცხვილიას” წევრის, გიგა მაქარაშვილის თქმით, შეკრებას 30 წუთში დაიწყებენ.
“ბოლო ინფორმაციით კაფე სტამბაში იკრიბებიან ოკუპანტი ღორები! ვისაც შეგიძლიათ, საშვიანებო და უსაშვოებო, მოკლედ 30 წუთში იქ ვიწყებთ შეკრებას! მთავრობა კი არა მონების ხროვა გვყავს.”,– წერს მაქარაშვილი Facebook–ზე.
ცნობისთვის, პუტინთან დაახლოებული რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი ყოველგვარი შეზღუდვიის გარეშე, რუსეთიდან საქართველოში 50–მდე ადამიანთან ერთად ჩამოფრინდა. ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ხვალ მისი დაბადების დღეა და ის თბილისში აღნიშვნას აპირებს.




![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-218x150.jpg)








![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-100x70.jpg)
