კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, რ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა რ.მ. 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა ს.ი.-ს გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება კვალიფიკაციის დაზუსტება”, – წერს უწყება.

შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა საქართველოსთვის გახსნილი შესაძლებლობები, არ იქნას ხელიდან გაშვებული – ჰარცელი

"რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი...

თურქეთი აღარ არის წინააღმდეგი შვედეთი და ფინეთი ნატოში მიიღონ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანკარა მხარს დაუჭერს ნატოს გაფართოებას და მადრიდის სამიტზე,...

ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, მას აღრმავებს – ანდრიუს კუბილიუსი

რატომ ვერ მიიღო საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი? რა მოთხოვნები აქვთ ევროპარლამენტარებს...

“არ არსებობს პოტენციალი რეჟიმის შესაცვლელად“–რუსი ოლიგარქი დერიპასკა

28 ივნისს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიების დროს მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ განაცხადა, რომ უკრაინის...

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე “ოცნებას” ტოვებენ

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია ''ქართულ ოცნებას'', პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს...

აშშ-მ თინა კანდელაკი შავ სიაში შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის...

ნატახტართან ორი მიკროავტობუსის ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

ნატახტარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებით სავსე ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. გარდაცვლილია ერთი ტურისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დადგა მომენტი მთავრობისთვის, იმუშაოს ყველასთან, მათ შორის, ოპოზიციასთან ერთად – დეგნანი

''ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობისთვის ახლა დადგა მომენტი, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის, ოპოზიციურ...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...