ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ აგიტაციის წესი დაარღვია. ის საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკის მქონე პირბადით მივიდა.
“რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებას, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკით, პირბადით საარჩევნო უბანზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი”. – თქვა ცესკოს პრესსპიკერმა.