კახა კუჭავამ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში დეპუტატების შესვლის ნებართვა გააუქმა

”ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური რეპრესიების ახალ მეთოდს მიმართა – პარლამენტის თავჯდომარემ, კახა კუჭავამ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან,  მიხეილ სააკაშვილთან ციხეში დეპუტატების შესვლის ნებართვა გააუქმა.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და  მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 15:00 საათზე შეიკრიბნენ. ადგილზე, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო.