საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და ვიცესპიკერი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით 16-20 მაისს ბრიუსელს ეწვევიან.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კუჭავა შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ მარია სასოლისთან, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიოსთან და ბელგიის პარლამენტის წევრებთან გამართავს.
გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯოანა მირჩეასთან, Think Tank-ებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ლევან იოსელიანთან ერთად იქნება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.