საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს კვლევით, ენმ–ძალა ერთობაშიას ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილის 2012 წლიდან 2020 წლამდე “ერთიან ნაცინალურ მოძრაობისთვის” – 90 000 ლარი, ხოლო “ქართულ ოცნებისთვის” – 388 000 ლარი აქვს შეწირული.
მაჟორიტარობის კანდიდატებიდან, ენმ–ძალა ერთობაშიას 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია:
- ცეზარ ჩოჩელი – 134 000 ₾,
- კახაბერ ოქრიაშვილი – 90 000 ₾,
- დავით კირკიტაძე – 77 000 ₾,
- ნანუკა ჟორჟოლიანი – 62 500 ₾
- ხატია დეკანოიძე – 52 000 ₾.
ცნობისთვის, კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ის 2016 წლამდე ნაციონალური მოძრაობიდან იყრიდა კენჭს, 2016 წელს კი ქართული ოცნების მაჟორიტარი გახდა. მან წელს პარტია დატოვა და ენმ–ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი გახდა დმანისი–წალკა–ბოლნისი–თეთრიწყაროს ოლქში.