მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხუთშაბათს და პარასკევს 29 -30 აპრილს, 15:00 – 19:00 საათამდე გაიმართება. ხოლო გამოსვენება ასევე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1 მაისს, 14:00 საათზე.
კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, დღეს, 27 აპრილს გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.