ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო.
ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია.
ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV.
მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე – რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს “გამოსავალს”, “ახსნასა” და “განმარტებას” ეძებენ…
შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში არამედ არსშია.
მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის.
ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც “გამოსავალსა” და “ახსნას” ეძებს: მონსტრათან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება.
ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე – ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა “დავალებიდან” გამომდინარე.
თუ ქართული ოცნების დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა “მოსახერხებელი” პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან – ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ – ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა.
ამბობს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია.