დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ კერძო სექტორს ადრე შესთავაზა, ქვეყანაში ვაქცინა შემოეტანათ, თუმცა მწარმოებლები მას ჯერჯერობით არ ყიდიან.
“ქვეყანას კონტრაქტი აქვს გაფორმებული მილიონ 400 ათას დოზაზე, 2–ნახევარი მილიონი გვჭირდება და ის რაც ისმოდა, რატომ კერძო სექტორს არაო, ეს უფრო ადრე შევთავაზეთ კერძო სექტორს, რომ ყველამ იმუშავეთ ყველა ამ მწარმოებელთან, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ფაიზერი, არც ასტრაზენეკა, არც მოდერნა, არცერთი ჯერ [არ ყიდის]…
ისინი ვინც ყიდიან დღეს არიან თაღლითები, შუამავლები, არ დავასახელებ იმ ქვეყნებს. ჯერჯერობით ყიდიან და ამის ძალიან ძლიერი კონტროლია. ალბათ ევროკავშირის პრეზიდენტის გამოსვლა მოისმინეთ ევროკავშირიდან როგორი ემბარგო ადევს ვაქცინების გარეთ გასვლას”, – თქვა გამყრელიძემ ტვ პირველთან ინტერვიუში.
მანვე აღნიშნა, რომ კოვიდის ვაქცინა დიდი სახელმწიფოების ხელში პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული.
ცნობისთვის, მთავრობის განცხადებით, ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებში შემოვა. ის მედპერსონალის მხოლოდ მესამედისთვის იქნება საკმარისი.