კერძო სექტორს ვაქცინის შემოტანა შევთავაზეთ, მაგრამ მწარმოებლები არ ყიდიან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ კერძო სექტორს ადრე შესთავაზა, ქვეყანაში ვაქცინა შემოეტანათ, თუმცა მწარმოებლები მას ჯერჯერობით არ ყიდიან.

“ქვეყანას კონტრაქტი აქვს გაფორმებული მილიონ 400 ათას დოზაზე, 2–ნახევარი მილიონი გვჭირდება და ის რაც ისმოდა, რატომ კერძო სექტორს არაო, ეს უფრო ადრე შევთავაზეთ კერძო სექტორს, რომ ყველამ იმუშავეთ ყველა ამ მწარმოებელთან, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ფაიზერი, არც ასტრაზენეკა, არც მოდერნა, არცერთი ჯერ [არ ყიდის]…

ისინი ვინც ყიდიან დღეს არიან თაღლითები, შუამავლები, არ დავასახელებ იმ ქვეყნებს. ჯერჯერობით ყიდიან და ამის ძალიან ძლიერი კონტროლია. ალბათ ევროკავშირის პრეზიდენტის გამოსვლა მოისმინეთ ევროკავშირიდან როგორი ემბარგო ადევს ვაქცინების გარეთ გასვლას”, – თქვა გამყრელიძემ ტვ პირველთან ინტერვიუში.

მანვე აღნიშნა, რომ კოვიდის ვაქცინა დიდი სახელმწიფოების ხელში პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული.

ცნობისთვის, მთავრობის განცხადებით, ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებში შემოვა. ის მედპერსონალის მხოლოდ მესამედისთვის იქნება საკმარისი.

საქართველოში COVID-19-ის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. პირველი...

ევროპის კავშირი მოუწოდებს მხარეებს, მოხდეს სიტუაციის განეიტრალება – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მხარეებმა სიტუაციის დიალოგით...

დიალოგი ერთადერთი გზაა ევროკავშირის დივიდენდების მისაღებად – ზურაბიშვილი

ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა. ისინი ამ წუთებში ერთობლივ პრესკონფერენციას...

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მედიისთვის ერთობლივი...

ნახეთ რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

1 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება. დღეიდან იხსნება: საბავშვო და...

ვენეციის არხები წყლის გარეშე–ქალაქში წყლის დონემ უკიდურესად დაიწია

ვენეციის მთავარ პრობლემად როგორც წესი წყალდიდობები ითვლება, თუმცა წელს რეკორდული მიქცევების გამო ცნობილ იტალიურ...

მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ...

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო