“რეალურად, კვლავ ძალიან დიდი სამუშაოა ოპოზიციის ველზე. მე არ მგონია, რომ ასე ვთქვათ, რაღაც ავტომატურმა ერთობამ შეიძლება მოიტანოს ავტომატურად ხმების დაჯამება. მაგრამ, მე რაც მგონია, არის ის, რომ ოპოზიციის კიდევ უფრო სერიოზული მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ ეს ხმები გაცილებით უფრო გაიზრდება, გაიზრდება სწორედ ოპოზიციის ყულაბაში და ოპოზიცია იქნება ის, ვინც ქართულ ოცნებას დაამარცხებს […] სამუშაო ბევრია. მოქალაქეებისთვის საჩვენებელია, სოციალური პრობლემები როგორ უნდა გადაიჭრას. როგორ გვესახება მთავარი გზა, საქართველო როგორ უნდა იყოს მართლაც წამყვანი ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ამ კვლევის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეალურად, ჯამურად ოპოზიციას მეტი აქვს, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა გაცილებით უფრო მეტი უნდა იყოს”.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოქვეყნებულ საზოგადოების აზრის კვლევას გამოეხმაურა.