კვლევა გამაოგნებელი შედეგით: ყველა მონაწილე პაციენტმა კიბო დაამარცხა

მსოფლიო მედიასაშუალებები  წერენ აშშ–ში ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც გამაოგნებელი შედეგით დასრულდა. კვლევა მცირემაშტაბიანი იყო, და ექსპერტები ამბობენ, რომ მისი გამეორება აუცილებელია, თუმცა კვლევაში მონაწილე 18 ადამიანიდან, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნე ქონდათ, ყველა გამოჯანმრთელდა. ყოველი პაციენტის ორგანიზმიდან კიბო გაქრა, ის არც სამედიცინო კვლევისას, ენდოსკოპიისას, სკანირებისას და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიისას აღარ აღმოჩნდა.ყოველი პაციენტი ერთი და იმავე წამალს იღებდა.

ექიმი ლუის დიას უმცროსი სლოუნ–კატერინგის სახელობის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრიდან, ავტორი სტატიისა, რომელიც სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა და რომელიც კვლევის შედეგებს აღწერს, ამბობს, რომ არ იცის არცერთი მსგავსი კვლევა ამ სფეროში, როცა მკურნალობამ ყოველ პაციენტში კიბოს განადგურება გამოიწვია.

“ჩემი აზრით, ეს კიბოს არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა“ – ამბობს ექიმი დიასი.

ექიმი ალან ვენჩუკი კალიფორნიის სანფრანცისკოს უნივერსიტეტიდან, რომელიც კოლორექტალური კიბოს სპეციალისტია, კვლევაში არ მონაწილეობდა, თუმცა ისიც ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ყოველ პაციენტში სრული რემისია აქამდე არგაგონილი ფაქტია.

კვლევაში მონაწილე პაციენტებს  სწორი ნაწლავის კიბოთი წინ  დამქანცავი მკურნალობა ელოდათ –  ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და  ნაწილს ალბათ  ქირურგიული ჩარევაც კი, რასაც შეიძლებოდა ნაწლავის დისფუნქცია, შარდის შეუკავებლობა და სექსუალური დისფუნქცია გამოეწვია.  მათ კვლევის დაწყების წინ ეგონათ, რომ როცა ის დამთავრდებოდა, მათ ყველა ჩამოთვლილი პროცედურის გავლა მოუწევდათ, რადაგნ სინამდვილეში არავინ ელოდა, რომ სიმსივნე გაქრებოდა.

თუმცა, მათ სიურპრიზი ელოდათ: შემდგომი მკურნალობა აღარ გახდა საჭირო.

“ბედნიერების ბევრი  ცრემლი იყო “– ამბობს ექიმი ანდრეა ჩერჩეკი, სლოუნ–კეტერინგის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის ონკოლოგი, რომელიც ასევე არის ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

მისი თქმით, ერთ–ერთი სიურპრიზი ისიც იყო, რომ მკურნალობის პროცესში არცერთ პაციენტს კლინიკურად მნიშვნელოვანი გართულება არ ჰქონია.

საშუალოდ ყოველ მეხუთე პაციენტს რაიმე გვერდითი რეაქცია აქვს ისეთ წამალზე, რომელსაც პაციენტები ამ კვლევაში იღებდნენ. ეს არის დოსტარლიმაბი, რომელიც ცნობილია, როგორც საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორი. წამალს პაციენტებს ექვსი თვის მანძილზე ყოველ სამ კვირაში ერთხელ აძლევდნენ. მისი ერთი დოზის ფასი დაახლოებით 11 000 დოლარია. ის კიბოს უჯრედებს გამოააშკარავებს და იმუნურ სისტემას მათი იდენტიფიცირების და განადგურების საშუალებას აძლევს.

სარედაქციო სტატიაში, რომელიც კვლევის შესახებ სტატიას თან ახლავს, ექიმი ჰანა სანოფი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კომპლექსური ონკოლოგიის  ცენტრიდან, რომელიც ასევე არ მონაწილეობდა კვლევაში, მას უწოდებს “მცირეს, მაგრამ დამაჯერებელს“ თუმცა დასძენს, რომ გაურკვეველია, განიკურნენ თუ არა პაციენტები სამუდამოდ.

“ძალიან ცოტაა ცნობილი იმ დროის პერიოდის შესახებ, რომელიც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ,  რომ კლინიკური პასუხი დოსტარლიმაბზე ნამდვილად განკურნებაა“– წერს ის სარედაქციო სტატიაში.

ჰარვარდის მედიცინის სკოლის კოლორექტალური კიბოს ექსპერტი, ექიმი კიმი ნგ ამბობს, რომ მართალია შედეგები შესანიშნავი და უპრეცედენტოა, მათი გადამოწმება აუცილებელია.

სწორი ნაწლავის კიბოს კვლევის ჩატარების წამახალისებელი ექიმ დიასის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევა გახდა, რომელსაც წამლების მწარმოებელი კომპანია Merck აფინანსებდა. მასში მონაწილეობა მიიღო 86–მა ადამიანმა კიბოს მეტასტაზებით, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში გაჩნდა. თუმცა, კიბოს ყველა სახეობას  საერთო გენური მუტაცია ჰქონდა, რომელიც უჯრედებს დაზიანებული დნმ–ს აღდგენის საშუალებას არ აძლევდა. ეს მუტაციები კიბოთი დაავადებულთა 4%–ში გვხვდება.

ამ კვლევაში მონაწილე პაციენტები მერკის მიერ დამზადებულ საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორს, ტემბროლიზუმაბს იღებდნენ თითქმის ორი წლის მანძილზე. სიმსივნე შემცირდა ან დასტაბილურდა პაციენტების მესამედიდან ნახევარში, და მათი სიცოცხლე გახანგრძლივდა. კიბო სრულად გაქნა კვლევის მონაწილეთა 10%–ში.

ამან ექიმები ჩერჩეკა და დიასი დააფიქრა, რა მოხდებოდა, თუ წამალს ბევრად ადრე გამოიყენებდნენ, ვიდრე კიბო ორგანიზმში ფართოდ გავრცელდებოდა.

საბოლოოოდ მათ არჩევანი შეაჩერეს ისეთი პაციენტების მკურნალობაზე, რომლებსაც სწორი ნაწლავის კიბო ადგილობრივად ჰქონდათ განვითარებული – სიმსივნე, რომელიც სწორ ნაწლავში, ზოგჯერ ლიმფურ კვაძებში იყო, თუმცა არა სხვა ორგანოებში.

ექიმმა ჩერჩეკმა შენიშნა, რომ ქიმიოთერაპია ვერ დაეხმარა პაციენტთა ნაწილს, ვისაც იგივე მუტაციები ჰქონდათ, როგორიც 2017 წელს კვლევაში მონაწილე პაციენტებს. იმის ნაცვლად, რომ შემცირებულიყო, მკურნალობის პროცესში მათი რექტალური კიბო გაიზარდა.

ექიმებმა ივარაუდეს, რომ საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორით იმუნოთერაპიას შესაძლოა ასეთი პაცენტებისთვის ქიმიოთერაპიისგან, სხივებისა და ქირურგიული ჩარევისგან თავის არიდების საშუალება მიეცა.

ექიმმა დიასმა ინჰიბიტორების მწარმოებელ კომპანიას კითხა, ხომ ვერ შეძლებდნენ ისინი პატარა კვლევის დაფინანსებას, თუმცა უარი მიიღო იმ მოტივით,  რომ ეს კვლევა მეტისმეტად სარისკო იყო. ექიმ დიასს და ექიმ ჩერჩეკს უნდოდათ პრეპარატი იმ პაციენტებისთვის მიეცათ, რომელთა განკურნება მკურნალობის სტანდარტული მეთოდებით შესაძლებელი იყო.

“ძალიან ძნელია სამედიცინო დახმარების სტანდარტის შეცვლა. მთელი სტანდარტული სამედიცინო მანქანა ოპერაციაზეა კონცენტრირებული“.– ამბობს ექიქმი დიასი.

ბოლოს და ბოლოს, პატარა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ –  Tesaro–მ თანხმობა განაცხადა კვლევა დაეფინანსებინა, თუმცა ის მსხვილმა კომპანიამ – GlaxoSmithKline–იყიდა. ექიმ დიასს ახლა ამ კომპანიის დარწმუნება მოუწია, რომ პატარა  კვლევა დაეფინანსებინა.

მათი პირველი პაციენტი 38 წლის საშა როტი იყო. პირველად მან რექტალური სისხლდენა 2019 წელს შენიშნა, თუმცა მთლიანობაში თავს ნორმალურად გრძნობოდა. ქალი იხსენებს, როგორ დაუსვეს კიბოს დიაგნოზი და რა მძიმე დარტყმა იყო ეს მისთვის. მალე მას ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაეწყო, თუმცა მეგობარმა დაიჟინა, რომ ჯერ ექიმ ფილიპ პატის სტუმრებოდა. ექიმმა პატიმ აუხსნა  საშა როტის, რომ მისი აზრით, მისი სიმსივნე იმ მუტაციას შეიცავდა, რომლის გამოც სავარაუდოდ ქიმიოთერაპიას ეფექტი არ ექნებოდა. გაირკვა, რომ როტს ჰქონდა უფლება კლინიკურ კვლევაში მიეღო მონაწილეობა. მას რომ ქიმიოთერაპიით მკურნალობა დაეწყო, დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა.

კლევაში ჩართვის  მიუხედავად სამომავლოდ ახალგაზრდა ქალი ნიუ იორკში გადასვლას გეგმავდა, რათა ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსები დაეწყო და არც ქირურგიულ ჩარევას გამორიცხავდა კვლევის დასრულების შემდეგ, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ კვლევის ფარგლებში მკურნალობას შედეგი ექნებოდა, თუმცა მოხდა დაუჯერებელი ამბავი: კვლევის დასრულების შემდეგ მას უთხრეს, რომ მისი კიბო სრულად გაქრა და შემდგომი მკურნალობა აღარ ჭირდებოდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, და მის ორგანიზმში კიბო აღარ გამოჩენილა.

ასე უბრალოდ “მინდვრებში” ჩვენთან არავინ ისვრის – პუნიტი კრემენჩუგზე

"ასე უბრალოდ "მინდვრებში" ჩვენთან არავინ ისვრის. როგორც წესი, ეს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდება. დარწმუნებული...

ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით,...

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

პრემიერმა მიშელს უთხრა, რომ EU-ს კანდიდატობისთვის საქართველო აქტიურად იმუშავებს – მთავრობა

"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...