კიდევ ერთი კრიზისი ევროპაში–სიცხემ და გვალვამ რუსეთის აგრესიით დაზარალებულ ევროპის ეკონომიკას ახალი დარტყმა მიაყენა

ევროპა ორი რთული კრიზისის ფონზე მესამე კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ცხელი ზაფხული თავისთავად ევროპისთვის სიახლე არ არის, თუმცა უკრაინაში რუსული აგრესიის, ევროკავშირთან კრემლის ენერგეტიკული ომის და პოსტკოვიდური ინფლაქციის ფონზე ამჟამინდელი კლიმატური კატაკლიზმები ევროპის ეკონომიკის აღდგენას დიდი პრობლემებით ემქურება.

ევროპაში მდინარეები დაშრა, მოსავალი დაჭკნა, ტყეები იწვის, მუშები კი მუშაობის ნაცვლად ჩრდილს ეფარებიან. ევროკავშირის ტერიტორიის ნახევარზე და დიდ ბრიტანეთში ევროკომისიის შეფასებით ახლა გვალვაა.

ამ ზაფხულს ევროპა ექსტრემალური ტემპერატურის უკვე მესამე ტალღას განიცდის. შედარებით გრილ ბრიტანეთშიც კი ისტორიაში პირველად ტემპერატურამ 40 გრადუსამდე მოიმატა.

პარასკევს ინგლისმა ოფიციალურად გამოაცხადა გვალვა კუნძულის მნიშვნელოვან ნაწილში, იმავე დღეს საღამოს კი საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა უკვე კონტინენტიდან. ევროპის წყლის მთავარ არტერიაში – მდინარე რეინზე წყლის დონე 40 სანტიმეტრზე დაბლა დაეცა, რაც პრაქტიკულად ნაოსნობას გამორიცხავს.

მდინარე რეინით ნავთობპროდუქტების, ლითონების და ნედლეულის გადაზიდვა ხდება. როცა 2018 წელს ის დაშრა, გერმანიის კონომიკურ ზრდას 0.2% დააკლდა. ახლა კი ეკონომისტები თვლიან, რომ ზარალი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5% იქნება. ამჟამინდელ მოცემულობაში კი ეს 20 მილიარდ ევროზე მეტია.

კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა გვალვამ საფრანგეთის და იტალიის ეკონომიკებს, რომლებიც შესაბამისად ევროკავშირის სიდიდით მეორე და მესამე ეკონომიკაა. ყველაზე გრძელი იტალიური მდინარე პო თითქმის დაშრა, მისი ფრანგული ანალოგი – ლუარა კი მდინარე რეინის მდგომარეობაშია. საფრანგეთში, რომელიც ევროპის საკვანძო სოფლის მეურნეობის სახელმწიფოა, ივლისი ყველაზე გვალვიანი აღმოჩნდა ისტორიაში.

ხორბლის აღება მოასწრეს, თუმცა ყურძნის, სიმინდის და მზესუმზირის მოსავალი საფრთხის ქვეშ არის. ზეთისხილმა გაზრდა ვერ მოასწრო, რითაც ყველაზე მეტად ესპანეთი დაზარალდა. საფრანგეთსა და იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო იძულებულნი გახდნენ ყურძნის კრეფა  ორი–სამი კვირით ადრე დაეწყოთ, რამაც შეიძლება მოსავლის ხარისხზე იმოქმედოს. ალპურ საძოვრებზე ცხოველებისთვის წყალი სამხედრო ვერტმფრენებით მიაქვთ. ცხოველები გამომხმარი ბალახის გამო მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩნდება მათი საკვების პრობლემა, რაც მალე ხორცის და რძის პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

2022 წელს კლიმატის გამო მიღებული ზარალი ათეულობით მილიონი ევრო იქნება, არადა  ევროპა უკვე ნახევარი წელია კრიზისის პირობებში ცხოვრობს.

ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში ევროკომისიამ ეკონომიკური პროგნოზი გააუარესა და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მინიმუმ წლის ბოლომდე შემცირდა და მთლიანობაში 1.5%–ზე მეტი არ იქნება, არადა ჯერ კიდევ გაზაფხულზე ევროკავშირი 2.3%–იან ზრდას ვარაუდობდა.

როცა ევროკომისიამ ეს პროგნოზი გააკეთა, მასში გვალვა და სიცხე გათვალისწინებული არ ყოფილა. პრობლემები მათ გარეშეც ბევრი იყო.

ევროპა ჯერ რეკორდული ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა კოვიდ პანდემიის შემდეგ საქონლისა და სამუშაო ძალის დეფიციტის  გამო მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მას შემდეგ, რაც მოქალაქეები და ბიზნესი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ.

შემდეგ ევროკავშირს კრემლმა გამოუცხადა ენერგეტიკული ომი, შემცირდა გაზის მიწოდება. ზამთრის ბოლოს კი პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო.

სურსათის და ენერგომატარებლების ფასები კიდევ უფრო გაიზარდა. ევროკავშირი ენერგოკრიზისისა და მილიონობით დევნილის წინაშე აღმოჩნდა. ენერგო კრიზისი ზოგ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. ახლა კი, ძველი პრობლემების მოგვარების ნაცვლად ევროპელებს ახალი ხანძრის ჩაქრობა უწევთ.

წყლის დეფიციტმა არა მხოლოდ ტვირთბრუნვა შეამცირა, არამედ წარმოება და სოფლის მეურნეობაც. მოქალაქეებისთვის ბოსტნის მორწყაზე და მანქანის გარეცხვაზეც კი შეზღუდვები წესდება.

მდინარეებში გარკვეული ტიპის ტრანსპორტი მაინც მოძრაობს, თუმცა არა სრულად დატვირთული, რამაც ნედლეულის– ქვანახშირის, მაზუთის, ფოლადის და  მზა პროდუქციის გადაზიდვა გააძვირა და არარენტაბელური გახადა.

შედეგად, გერმანული და იტალიური ქარხნები და ელექტროსადგურები იძულებულნი არიან ძვირადღირებული გაზი დაწვან, შესაბამისად მის დაზოგვას და ზამთრისთვის შენახვას ვეღარ ახერხებენ. ზოგი საერთოდაც იხურება– ზარალზეა და ფასებს ზრდის, რაც ევროპის ეკონომიკას კიდევ უფრო ამუხრუჭებს.

საფრანგეთმა, ესპანეთმა და ბრიტანეთმა უკვე შემოიღეს შეზღუდვები წყალზე მოქალაქეებისთვის, ფერმერებისა და წარმოებებისთვის. იტალიამ, პორტუგალიამ და პოლონეთმა კი მკაცრი რეკომენდაცია გასცეს წყლის დაზოგვაზე.

წყლის ნაკლებობამ ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირება გამოიწვია ევროპულ ჰიდროელექტროსადგურებში დაახლოებით 20%–ით.ზოგი ჰიდროელექტროსადგური გაჩერდა.  სხვებზე მეტად დაზარალდნენ იტალია და ესპანეთი, თუმცა პრობლემა მხოლოდ სამხრეთ იტალიაში არ აქვთ.

ნორვეგიაში წყალსაცავები შრება. შედეგად ჰესები ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებენ.არადა, ნორვეგია ტრადიციულად ელექტროენერგიის ექსპორტს ეწევა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. ახლა კი იძულებულნი არიან გაზი და ქვანახშირი დაწვან.

პრობლემა მალე არ მოგვარდება, თუნდაც შემოდგომა წვიმიანი იყოს. წყალსაცავების ავსებას დრო ჭირდება.

პრობლემა შეიძლებოდა ფრანგულ ატომურ ელექტროსადგურებს გადაეჭრა, მაგრამ ესეც ვერ ხერხდება – ტრადიციული საზაფხულო პროფლაქტიკური გაჩერებების გარდა ფრანგული ატომური ელექტროსადგურებს პრობლემა სიცხემაც შეუქმნა–მდინარეებში წყლის ტემპერატურა მეტისმეტად მაღალია იმისათვის, რომ რეაქტორები გააგრილოს.

პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მზის ენერგიაც – მზის ბატარეები 25 გრადუსზეა გათვლილი. სიცხეში მათი ეფექტურობა იკლებს.

გვალვით მიყენებული ეკონომიკური ზარალი მხოლოდ მოსავლით და ენერგეტიკით არ შემოიფარგლება. დასაქმებულები 45 გრადუსიან სიცხეს ვერ უძლებენ – სამსახურში სიარული უჭირთ და მინდორში მუშაობა გამორიცხულია. ბიზნესი და თვითდასაქმებულები იძულებულნი არიან სამუშაო საათები შეამცირონ, შესაბამისად მცირდება შემოსავლები.

ტყის ხანძრების გამო ზარალდება ტურისტული სფერო და მოსახლეობა.

ათეულ ათასობით ადამიანი ხანძრის კერებიდან ევაკუირებულია საფრანგეთში, ესპანეთში და პორტუგალიაში.

იზრდება ელექტროენერგიის ხარჯები მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, რადგან კონდიციონერის გარეშე შენობაში გაჩერება შეუძლებელია.

სიცხემ ევროპელებს ჯანმრთელობის პრობლემაც შეუქმნა, განსაკუთრებით მეგაპოლისებში.

ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ ევროპაში ასეთი გვალვა ბოლო 500 წელია არ ყოფილა.

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება–პენტაგონი

ბელორუსიაში ბირთვული იარაღის შესახებ პუტინის განცხადებას პენტაგონი გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ვერ ხედავენ ...

საქართველოს პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს და უკრაინის ეკლესიაში დაძაბულობის განმუხტვას თხოვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ...

რუსები ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან გაქცევისთვის ემზადებიან – ფედოროვი

ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან ოკუპანტები ევაკუაციისთვისაც ემზადებიან, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის...

მოვა დრო, საქართველოსთან ერთად განვსაზღვრავთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრებს – გაგლოევი

"უნდა ვიპოვოთ სპეციალისტები, ვინც მოამზადებენ რუკას უკვე ხელმისაწვდომ მასალებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით და სახელმწიფო...

ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრშეტევის დაწყება რადგან საკმარისი იარაღი არ გააჩნიათ

იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ...

პოლარიზაციის დაძლევის პროცესში, ეკლესია ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს – ზურაბიშვილი

"გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და...

მარცვლეულის დერეფნის გვერდითი ეფექტებისგან დასაცავად 6 ქვეყანა ერთად იმოქმედებს

"ევროკავშირის საბჭო დასრულდა. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შეთანხმდნენ, რომ პოლონეთის კოორდინაციით,...

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ “პოსტივის” ჟურნალისტებთან ერთად, მსხვერპლი ქალების გასაჩუმებლად – სამხარაძე “ოცნებას”

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ "პოსტივის" ჟურნალისტებთან ერთად, რათა გააჩუმონ მსხვერპლი ქალები - წერს ამის...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...