“კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? მოძალადეები თქვენ ხართ, საელჩოები და მთელი დასავლეთი“–მეუფე სპირიდონი

სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგებისას 5 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა და ძალადობაში პარტიები და დასავლეთის ქვეყნების საელჩოები დაადანაშაულა. ის ამბობს, რომ  მათ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა ღირსების მარშის ორგანიზატორებს, რომ არ გაემწარებინათ ქართველი ხალხი, მაგრამ არ დაიჯერეს და ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო.   “კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? – მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო, თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი“–თქვა სპირიდონმა.

„ძალიან ცუდი სიტუაციაა დღეს მთელს მსოფლიოში,ამაზრზენი, ფაქტობრივად, სატანური მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში. დაკანონებულია უამრავ ქვეყნებში ღვთის გამამაწარებელი ცოდვა. როგორც რუის-ურბნისის კრება ამბობს, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ჰომოსექსუალიზმი. აგე, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში.

საშინლად დიდი არეულობა გამოიწვია მათმა ძალმომრეობამ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა, რომ არ გააკეთოთ ეს, არ დაიწყოთ ეს, თქვენი უზნეობის და გარყვნილობის დემონსტრირება და არ გაამწაროთ ქართველი ხალხი, რადგან ეს არეულობას გამოიწვევს, გამოიწვევს ძალიან მწვავე რეაქციას თქვენს მიმართ. არ დაიჯერეს ეს, გააკეთეს, წააქეზეს, დასავლეთის – ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ. საელჩოებმა და აყვნენ მათ 15 ეშმაკზე მიყიდული პარტია თავის საელჩოებიანად და აგერ თქვენ იცით, რა მოხდა. აგერ, მერე ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო. შე დალოცვილო, დღე და ღამე დედას რომ აგინებ [მაპატიოს ღმერთმა] პატრიარქს ულანძღავ, ეპისკოპოსებს ულანძღავ, ეკლესიას ულანძღავ, სარწმუნოებას ულანძღავ, ღმერთს გმობ, სახარებას, სახალხოდ უფალს და ღვთისმშობელს მაცხოვარს, რომლებსაც შეეწირენ ქართველები, 100 000 ერთ დღეს შეეწირა, 6 000 ბერი ერთ დღეს შეეწირა. ყველა ჩვენი ომი არის სიწმინდისთვის დაცვის ომი, საწმუნოებისთვის დაცვის ომი, რაც კი ჩვენ ნათელვიღეთ ქრისტიანობის, მართლმადიდებლური სარწმუნოების. როცა ჩვენი მილიონობით ჯარისკაცი, ქართველი, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა ამ დიდი ჭეშმარიტების და რწმენის დაცვას და შენ გამოდიხარ და ამას ულანძღავ, კიდე კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო. თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი“, – ამბობს სპირიდონი.

“მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ”- მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

"მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ" - ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ,  საზოგადოებრივ...

ენმ-ის ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს – მდინარაძე დმანისზე

" ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში მცდელობების...

რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი – კობახიძე დმანისის ინციდენტზე

"რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი"- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი...

ენმ ითხოვს, დმანისის ინციდენტის გამო, “ოცნების” კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დმანისის თავდასხმაში ქართული ოცნების წევრებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯასთან ერთად ითხოვს, პარტიის...

შეიძლება თვითონ დააზარალეს ერთმანეთი – ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი 2 პირის დაჭრაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში 2 პირის დაჭრას ეხმიანება ოცნების დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და...

სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ – ნიკა მელია დმანისის ინციდენტზე

''სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ"- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდოამრე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში...

ზვიადაძემ ჩუბინიძეს სთხოვა, კანონიერი ქურდი ქვეყანაში 10 დღით შემოეშვა – ფაილები

სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, 2019 წლის 30 აგვისტოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სახელმწიფო...

ლარი კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.64 თეთრით...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...