კიდევ რომელი რუსული საიტები დავჰაკოთ? 10-ს ავირჩევ – უმსხვილესი ჰაკერული გაერთიანება Anonymous-ი

მსოფლიოში უმსხვილესი ჰაკერული გაერთიანება Anonymous-ი  Twitter-ზე გამოკითხვას აწარმოებს და მსოფლიოს ეკითხება თუ შემდეგი რომელი რუსული საიტები დაჰაკონ. ჰაკერები სამიზნეს სოციალური ქსელის კომენტარებიდან არჩევენ და თავს ესხმიან.

დღეს, Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტიც დაჰაკა. ამის შესახებ ინფორმაცია twitter-ის გვერდზე დაწერეს.  მანამდე, ჰაკერულმა გაერთიანებამ “გაზპრომის”, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდებიც დაჰაკა.

Anonymous-ი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, სადაც ნათქვამია რომ უკრაინელი სამხედროები ბელარუსი ჰაკერების სამიზნეები გახდნენ, ჰაკერულმა გაერთიანებამ კი განაცხადა რომ შესაძლოა მათი შემდეგი სამიზნე რუსეთის შემდეგ სწორედ ბელარუსიის მთავრობა გახდეს.

 

 

Anonymous-ი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკერული გაერთიანებაა, რომელშიც ჰაკერებთან ერთად, აქტივისტები და  ჟურნალისტები ერთიანდებიან. გუშინ 24 თებერვალს მათ გამოაქვეყნეს განცხადება სადაც ნათქვამი იყო რომ რუსეთის მთავრობას კიბერ ომს უცხადებდნენ.

განცხადების გაკეთებამდე, კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი, Kremlin.ru და სხვა რუსული  სამთავრობო ორგანოების ვებ – გვერდები გაითიშა, მათ შორის, რუსეთის დუმის საიტი – Duma.gov.ru. ამასთან დაკავშირებით რუსეთს განცხადება არ გაუკეთებია.