კიდევ შიმშილობა კატასტროფა იქნება, არ დამთავრდება კარგად – ყიფშიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ თუ სააკაშვილი კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ეს კატასტროფა იქნება.

“დასუსტებული ორგანიზმით კიდევ თავიდან შიმშილობა იქნება, არ ვიცი, როგორ დამთავრდება, არ დამთავრდება კარგად, არ მინდა სიტყვების გამოყენება, რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ. ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავვარდებით, ეს იქნება სრული კატასტროფა, მე ამაზე ფიქრიც არ მინდა.

გორში 2 დღე არ მიშვებდნენ, ვერ გავიგეთ, რატომ და როდესაც რუსთავში გადამოიყვანეს, მივედი და მითხრეს, დღეს გვიანია, ხვალ მობრძანდითო და ა.შ. შემდეგ შემატყობინეს, რომ დოკუმენტები თავიდან არის გასაკეთებელი”,– ამბობს ის TV პირველთან.

გუშინ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს 6 იანვრამდე ორ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ, აპირებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს. მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმაზეა საუბარი. სააკაშილის მოთხოვნებია კომუნიკაციიის აღდგენა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა.